(ერთი მსახიობის ბიოგრაფია #1)
ოდრი ჰეპბერნი
(1929 - 1993 წწ)
კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენაა. მან მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი, 1993 წელს (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საგანგებო ჰუმანიტარული პრემია.
მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი მართლაც მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა...
(Edda Hepburn van Heemstra)
შემდგომში - ოდრი ჰეპბერნი, Audrey Hepburn
დაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.
გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ მორჟში
დედა - ელა ვან ჰეემსტრა, ეროვნებით ჰოლანდიელი, დაბადებული 1900 წელს,
იგი ბარონესა გახლდათ და არასოდეს ივიწყებდა ამას.
მამა - ჯონ ჰეპბერნ-რასტონი (არსებობს მისი სახელის სხვა ვარიანტებიც: ჯოზეფ, ვიქტორ, ენტონი....). დაბადებული 1889 წელს. საკმაოდ ბუნდოვანი ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის სუბიექტი, ბანკის მოხელე.
არსებობს ცნობები ოდრი ჰეპბერნის ებრაული ფესვების თაობაზეც.
"საბრინა"
ოდრიმ თავისი გულისსწორი "საბრინას" გადაღებებზე გაიცნო, ამ ფილმს კი უკვე ცნობილი რეჟისორი ბილი უაილდერი იღებდა.
შემოქმედებითი თვალსაზრისით 60-იანი წლების დასაწყისი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1961 წელს ოდრიმ შეასრულა როლი, რომლისთვისაც, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, იყო დაბადებული იგი ამქვეყნად. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოდრის თამაშის წინააღმდეგი იყო ამ ფილმის ლიტერატურული პირველწყაროს ავტორი, მწერალი ტრუმენ კეპოუტი, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი გმირის, ჰოლი გოლაიტლის სახე მან სპეციალურად მერილინ მონროსათვის შექმნა. ასეა თუ ისე, ოდრი ჰეპბერნი "ტიფანისათვის" მეხუთედ წარადგინეს "ოსკარის" პრემიაზე, თავად ფილმი კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კინოქმნილებად იქცა.
ამ ფილმის გადაღებებები 1963 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
ოდრი ჰეპბერნი
(1929 - 1993 წწ)
კინოხელოვნების ერთ-ერთი განუმეორებელი მოვლენაა. მან მონაწილეობა მიიღო 27 სრულმეტრაჟიან ფილმში და მრავალ თეატრალურ თუ სატელევიზიო სპექტაკლში 1954 წელს დაჯილდოვდა აშშ-ს კინოაკადემიის უმაღლესი ჯილდოთი, "ოსკარით", ოთხჯერ იყო ამავე პრემიის ნომინანტი, 1993 წელს (გარდაცვალების შემდეგ) მიენიჭა საგანგებო ჰუმანიტარული პრემია.
(მოამზადა ალექსანდრე ელერდაშვილმა,
2003 წელი)
მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი მართლაც მეფის ასულია, რომელიც ერთი ღამით სასახლიდან გაიპარა...
* * *
წარმოუდგენელია ასეთი არაამქვეყნიური სილამაზის და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩვეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული.
* * *
მართალია, "რომაული არდადეგები" ოდრი ჰეპბერნის პირველი ფილმი არ იყო, მაგრამ ამქვეყნად მაინც ყველას სჯეროდა, რომ იგი ნამდვილი, შეუდარებელი დედოფალია.
სრული სახელი ედა კეტლინ ვან ჰეემსტრა ჰეპბერნ-რასტონი
სრული სახელი ედა კეტლინ ვან ჰეემსტრა ჰეპბერნ-რასტონი
შემდგომში - ოდრი ჰეპბერნი, Audrey Hepburn
დაიბადა 1929 წლის 4 მაისს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში.
გარდაიცვალა 1993 წლის 20 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ მორჟში
დედა - ელა ვან ჰეემსტრა, ეროვნებით ჰოლანდიელი, დაბადებული 1900 წელს,
იგი ბარონესა გახლდათ და არასოდეს ივიწყებდა ამას.
მამა - ჯონ ჰეპბერნ-რასტონი (არსებობს მისი სახელის სხვა ვარიანტებიც: ჯოზეფ, ვიქტორ, ენტონი....). დაბადებული 1889 წელს. საკმაოდ ბუნდოვანი ინგლისურ-ირლანდიური წარმოშობის სუბიექტი, ბანკის მოხელე.
არსებობს ცნობები ოდრი ჰეპბერნის ებრაული ფესვების თაობაზეც.
* * *
ედა კეტლინ ჰეპბერნ-რასტონ ვან ჰეემსტრას მშობლებს საკმაოდ შეძლებული ოჯახი ჰქონიათ, ჯონ ჰეპბერნ-რასტონს უყვარდა საკუთარი მეუღლე და ყველანაირად ეშურებოდა მის განებივრებას, თუმცა ცდილობდა ეს ცოლის კუთვნილი ფულადი სახსრებით მოემოქმედებინა (....რადგან საკუთარი ბევრი არაფერი გააჩნდა).
ბატონი ჰეპბერნი, სამსახურეობრივი მოვალეობისა თუ საკუთარი კაპრიზების გამო, თავს მოვალედ თვლიდა, ბრიუსელში დამკვიდრებულიყო, მის ბარონესა მეუღლეს კი ამ ქალაქში ცხოვრება წამებად მიაჩნდა. ქალის თვალთახედვაში ბელგია სულისშემხუთველი, მტვრით სავსე ქვეყანა იყო, სადაც მთელი სისრულით მხოლოდ მოწყენილობა ჩქეფდა, სიცოცხლე კი სადღაც პარიზში, რომსა და ვენაში მიედინებოდა... ერთი სიტყვით, მისი ცხოვრების მიღმა.
ეს ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა და სცენის ნაცვლად განგებამ მის წილად ევროპის პროვინცია გაიმეტა... ამას კი ვერაფრით ურიგდებოდა ამაყი ბარონესა!
* * *
ეს ქალი მსახიობობაზე ოცნებობდა და სცენის ნაცვლად განგებამ მის წილად ევროპის პროვინცია გაიმეტა... ამას კი ვერაფრით ურიგდებოდა ამაყი ბარონესა!
* * *
მიუხედავად სიმდიდრისა, ოჯახში იდილია არ სუფევდა, რადგან ოდრის დედ-მამა გამუდმებული კამათით "იქცევდნენ თავს", ოდრის ძმები (ბარონესას შვილები პირველი ქორწინებიდან) გამუდმებით ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და პატარა დაიკოსაც ჩაგრავდნენ, თავად ოდრის კი სულ შიოდა, ოღონდ არა იმიტომ, რომ საჭმელი აკლდათ (მათს ოჯახში იმხანად "შიმშილის" საკითხი არასოდეს წამოჭრილა), უბრალოდ მის კვებაზე არავინ ზრუნავდა, რადგან იგი არავის უყვარდა. "მე ჩემს მშობლებს არ ვჭირდებოდიო" - ასე ჩაწერა მოგვიანებით ოდრიმ თავის მემუარებში და ისიც გაანდო პუბლიკას, რომ ბავშვობაში იგი ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა იყო. მისი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ (...რასაც მთელი ცხოვრების მანძილზე არ უღალატა), ეს კი ძალზედ აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა. ასე რომ, ოდრის შოკოლადს უმალავდნენ და იგი იძულებული იყო ფრჩხილები ეკვნიტა, ეს უფრო მეტად აღიზიანებდა დედას, თუმცა, როგორც გაირკვა, მისი გაღიზიანების მიზეზი ცუდი თვისებების მქონე შვილი კი არა, ქმარი გახლდათ, რომელიც, მეუღლის აზრით, უფრო მეტ დროს მეგობრების წრეში ატარებდა, ვიდრე ბარონესა-ცოლის გვერდით. უდანაშაულო გოგონაზე უბრალოდ ჯოხი ტყდებოდა. დედა მას თურმე იმიტომ უმალავდა შოკოლადს, რომ სიმსუქნე ცხოვრების "პრობლემად" არ გადაჰქცეოდა, რაც ხშირ შემთხვევაში ქმრების ღალატის მიზეზი ხდება.
ძილის წინ გოგონა გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ მის მშობლებს კინკლაობა შეეწყვიტათ. იგი ფიცს დებდა უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამხდარი და ნაზი იქნებოდა! მას საბოლოოდ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა, რომ, როცა გაიზრდებოდა, მისი წონა 46 კილოგრამზე მეტი არასოდეს უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით უკიჟინებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა იყოს და ოდრიმ ეს ფიცი აბსოლუტური სიზუსტით შეასრულა... თვით ხანდაზმულ ასაკშიაც კი იგი მხოლოდ 50 კილოგრამამდე იწონიდა.
* * *
ოდრის მშობლები კვლავ განაგრძობდნენ კინკლაობას, ამასობაში კი მთელ ევროპაში ომის სამზადისი მიმდინარეობდა.
ჯონ ჰეპბერნ-რასტონი 1935 წელს ლონდონში გადასახლდა და აშკარა სიმპატიით განიმსჭვალა ნაცისტების მიმართ. იგი 1938 წელს საბოლოოდ ჩამოშორდა ოჯახს, რაც მოგვიანებით ოდრი ჰეპბერნმა შეაფასა, როგორც მისი "ცხოვრების ყველაზე დრამატული მოვლენა".
ბარონესამ კი აიყვანა სამი შვილი და გაშორდა საძულველ ბრიუსელს; იგი თავისი წინაპრების - ვან ჰეემსტრების - საგვარეულო მამულში, ჰოლანდიის ქალაქ ანრემში, გერმანიის საზღვრიდან 25 კილომეტრის მოშორებით დასახლდა და იქვე აპირებდა ომის წლების გატარებას მშვიდად და უხიფათოდ, რადგან თავად ნიდერლანდის დედოფლის, ვილჰელმინასაგან მიღებული კონფიდენციალური ინფორმაციის თანახმად, ჰიტლერი ამ ქვეყანას არ უნდა გაჰკარებოდა.
მაგრამ მისი უდიდებულესობა შეცდა!
* * *
1940 წლის გაზაფხულზე ჰიტლერი თავს დაესხა ჰოლანდიას და ქალაქი ანრემი მესამე რაიხის კუთვნილებად გამოაცხადა. ასე და ამრიგად, ვან ჰეემსტრების მთელი სამოსახლო გერმანელთა ჯარის შტაბ-ბინად იქცა, ბარონესას და მის შვილებს კი დართეს ნება, იქვე ეცხოვრათ, მაგრამ მთელი მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.
ხუთი წლის განმავლობაში კინოს მომავალი ვარსკვლავი, ოკუპირებულ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბომბმების შიშით უმეტეს დროს სარდაფში ატარებდა და საკვებად უპირატესად საყოველთაოდ ცნობილი ჰოლანდიური ტიტების ბოლქვები ჰქონდა. თუმცა ყველაზე მეტად ოდრის უმამობა აწუხებდა, რადგან ბარონესა ელა საკმაოდ მკაცრი დედა აღმოჩნდა, რასაც ზედ ისიც დაერთო, რომ გერმანელებმა მას ძმა - ვილჰელმი - მოუკლეს და იგი გლოვა-ტირილში ჩაეფლო. მტირალი დედა კი ოდრის უფრო მეტად აშინებდა, ვიდრე მრისხანებითა და მედიდურობით შუბლშეკრული მშობელი, იგი ინტუიტიურად ხვდებოდა, რომ დედის კვლავ გასამხნევებლად, თავად უფრო მეტად სუსტი და უღონო უნდა ყოფილიყო... დედას უნდა გაეგო, რომ მას ქალიშვილი ჰყავს და მზრუნველობა მასაც სჭირდება. ამ ხერხმა გაამართლა და შემდგომ ცხოვრებაშიაც არაერთხელ გამოსდგომია ის ოდრის, რითაც აგრძნობინებდა თავის ქმრებსა და საყვარელ ადამიანებს, რომ მათს გარეშე ქალს სიცოცხლე გაუჭირდებოდა. ქმრებისა და მეგობრების გარდა, ეს "სისუსტე" მთელმა მსოფლიომაც დაიჯერა. ოდრი ამას იმიტომ იქმდა, რომ სხვისი სისუსტის ეშინოდა, რადგან მშვენივრად ესმოდა, რომ სისუსტის გაძლება ყველას არ შეეძლო.
თავად მას კი ყოველთვის საკმაო ძალა გააჩნდა სისუსტის მოსათვინიერებლად.
როცა საკვები შემოაკლდათ, ოდრიმ დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჭირის დღესავით სძულს საჭმელი (....როგორც ჩანს, სწორედ ასეთმა უჭმელობამ იჩინა თავი საბოლოოდ მის ჯანმრთელობაში, როცა კუჭის კიბოთი დაავადდა). იგი დღეში ზოგჯერ ერთი ცალი კარტოფილით კმაყოფილდებოდა, შემდეგ ქალაქის მოედანზე მთელი დღე სახტუნელათი დაკუნტრუშობდა და ფეხსაცმელში ბარათებს მალავდა, რომლებიც გერმანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცებისათვის იყო განკუთვნილი და ეს იყო მისი პირველი როლი, როლი უდარდელი ბავშვისა, მისი პირველი "მაყურებლები" კი ფაშისტები გახლდნენ. (თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ოდრიმ სიცოცხლე შეინარჩუნა, უნდა ვიფიქროთ, რომ მან თავის როლს შესანიშნავად გაართვა თავი). ტყეში "სასეირნოდ" რომ მიდიოდა, პატარა ქალბატონს კალათით გერმანელების მიერ ჩამოგდებული თვითმფრინავების პილოტებისათვის საკვები მიჰქონდა, თავად კი არაფერს ჭამდა.
არ უნდოდა ჭამა... მორჩა და გათავდა!
ერთხელ ნაცისტებმა იგი ქუჩაში შეიპყრეს და ანრემის ყველა ქალთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ გოგონამ რაღაც საოცრების წყალობით გაქცევა მოახერხა და ერთი თვის განმავლობაში, 1945 წლის გაზაფხულამდე, ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა.
ოდრიმ საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშინებოდა... ნახევრად გონდაკარგულს აგონდებოდა, თუ როგორ დაატარებდა დედა თეატრში, შემდეგ როგორ ასწავლიდნენ მუსიკას და ცეკვას და კიდევ ინგლისურ ენას, რომლის შესწავლაც ჯერ კიდევ ლონდონში, მამასთან სტუმრობისას დაიწყო. წარმოსახვით ცდილობდა ვიოლინოს ხმის გაგონებას, მთელი დღეების განმავლობაში ინგლისური ზმნების უღლებას იმეორებდა (სხვათა შორის, ზრდასრულ ასაკში ოდრი თავისუფლად ფლობდა ინგლისურ, ფრანგულ, ჰოლანდიურ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენებს) და მთელი თვის განმავლობაში შეჭამა მხოლოდ ექვსი ვაშლი და ნახევარი პური, რაც მას ფაშისტებისაგან გაქცევისას აბგაში აღმოაჩნდა.
ერთ დილას მას არტილერიული დანადგარების კანონადა შემოესმა და იფიქრა, ამერიკელებმა ფაშისტები განდევნესო. ამოძვრა სარდაფიდან და სახლში დაბრუნდა... ბარონესა ელამ ცოცხალი, ლანდგასული შვილი რომ დაინახა, მეტყველების უნარი წაერთვა.
"...მე მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს" - ხშირად იგონებდა ოდრი.
შემდეგ გოგონას ნამდვილი სიყვითლე შეეყარა, მერე ასთმითაც დაავადდა და მთელი ცხოვრების მანძილზე მისმა ორგანიზმმა ნივთიერებათა ცვლის ნორმალური პროცესი ვეღარ აღიდგინა...
* * *
10 წლის შემდეგ კრიტიკოსები დაიწყებენ აღფრთოვანებული ხოტბა-დიდების შესხმას მისი ნიჭიერებისადმი (ზოგადად), დახვეწილებისადმი (კონკრეტულად) და საოცარი, "თითქოს მუდამ შეშინებული თვალებისადმი" (განსაკუთრებით!). ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტებას შეესაბამება, ოღონდ მის თვალებში ჩამდგარ შიშს დასახასიათებლად სულაც არ შეეფერებოდა სიტყვა "თითქოს".
* * *
ვიდრე ომი მიმდინარეობდა, ადამიანებს ერთადერთი მიზანი გააჩნდათ - როგორმე ცოცხლები გადარჩენილიყვნენ, ომის დასრულების შემდეგ კი მათ ისევ დასჭირდათ ფული, მანქანები, კაბები, ძვირფასეულობანი და... კინო!
ბარონესა ვან ჰეემსტრას ბევრი ფიქრი არ დასჭირვებია იმის გასაცნობიერებლად, რომ მთლად გაკოტრებულია, რომ საშველს ვერავისგან ნახავდა და პატარა ანრემიდან დიდ ამსტერდამში გადაბარგდა, სადაც ბარონესა იძულებული შეიქნა, მზარეულად, მრეცხავად და დამლაგებლად ემუშავა ვიღაც გამდიდრებული მდაბიოების ოჯახებში, საღამოობით კი განუწყვეტლივ ქვითინებდა, ახსენდებოდა რა თავისი არისტოკრატული წარსული მთელი თავისი სისრულითა და მშვენიერებით.
* * *
ამასობაში დადგა 1946 წელი.
17 წლის ოდრიმ გადაწყვიტა ბალერინა გამხდარიყო. მართალია, მას ამის არანაირი ნიჭი არ აღმოაჩნდა (გარდა ამისა, არც ბალეტისათვის შეუფერებელი ზედმეტი სიმაღლე უწყობდა ხელს - 170 სანტიმეტრი), მაგრამ მაინც განაგრძობდა სონი გასკალის საბალეტო სკოლაში სიარულს, რათა დედის ცხოვრებაში რაღაც ნათელი და ლამაზი წერტილი მაინც შეექმნა ხელოვნებასთან სიახლოვით. ერთხელ, რიგითი პა-დე-დეს შესრულებისას, მას თვალი მოჰკრა ჰოლანდიელმა რეჟისორმა ჩარლზ ვან დერ ლინდენმა, რომელიც იმხანად ეძებდა სტიუარდესას ეპიზოდური როლის შემსრულებელს ფილმისათვის "ჰოლანდიური ენა შვიდი გაკვეთილით". მოგვიანებით ამ რეჟისორმა თქვა - "მართალია, მე მსუქანი და მოუხეშავი გოგონა მჭირდებოდა, მაგრამ ოდრის მომხიბვლელობას გვერდი ვერ ავუარე და სცენარი შევცვალეო". ამ მშვენიერებას მომავალში ვერც სხვა რეჟისორები გაექცნენ, ჩარლზ ვან დერ ლინდენი უბრალოდ პირველი აღმოჩნდა ამგვარი ადამიანების გრძელ სიაში.
* * *
1948 წელს დედა-ბარონესა და მისი ქალიშვილი ლონდონში გადასახლდნენ და ოდრის დიდი ეკრანის დაპყრობამდე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში კიდევ 200-მდე გაკვეთილის გავლა მოუხდა საბალეტო სკოლაში, ამჯერად მადამ მერი ლამბერის ცნობილ სტუდიაში. ამ ხნის განმავლობაში მან მოასწრო გამოთხოვებოდა იმ ოცნებას, რომელშიც იგი საკუთარ თავს მეორე ანა პავლოვად წარმოიდგენდა ხოლმე და ბევრ იაფფასიან კორდებალეტსა თუ მდარე გემოვნების მიუზიკლში იცეკვა, ბევრ მესამეხარისხოვან ფოტოგრაფთან მოდელადაც იმუშავა, რადგან მსოფლიო კინოს ერთ-ერთი უპირველესი ქალღმერთი მაშინ, დიდებას კი არა, საარსებო საშუალების მოპოვებას ცდილობდა.
მოგვიანებით ოდრიმ თავის მოგონებებში ჩაწერა:
"მაშინ მხოლოდ გათხოვებაზე ვოცნებობდი, რათა ერთი-ორი შვილი, (შესაძლოა - სამიც!) მყოლოდა, რომლებსაც დედაჩემი ანრემის მამულში გაზრდიდა, რომლებიც ძალიან ეყვარებოდა ჩემს ქმარს და ჩვენ დიდხანს და ბედნიერად ვიცხოვრებდით... ყოველივე ამისათვის კი ჯერ მე ბევრი და ბევრი უნდა მემუშავა".
ოცნებობდა ოდრი ჰეპბერნი და პარალელურად იდიოტურ სარეკლამო რგოლებშიაც იღებდა მონაწილეობას...
* * *
ამასობაში ჰოლივუდის ცნობილი რეჟისორი უილიამ უაილერი უკვე ფიქრობდა იმაზე - აეყვანა თუ არა ეს მშვენიერი, ყველასათვის უცნობი, მაგრამ საოცრად მომხიბლავი არსება, რომელიც ტარაკანების წამლის სარეკლამო ფილმში შენიშნა, პრინცესას როლზე "რომაულ არდადეგებში" (სხათა შორის, ხსენებული ფილმისათვის სასინჯი გადაღებები უკვე გავლილი ჰქონდა ელიზაბეტ ტეილორს და ყველა ელოდა, რომ სწორედ მას დაამტკიცებდნენ ამ როლის სათამაშოდ), თუმცა უაილერს ქალთა რომანების ცნობილმა ავტორმა კოლეტმა დაასწრო, იხილა რა ოდრი მონაკოში გადაღებებზე ყოფნისას, და ნიუ-იორკში დეპეშა აფრინა - "მე ჩემი ჟიჟი ვიპოვნე! იგი მშვენიერების სრულყოფილებააო".
"ჟიჟი" კი იმდროინდელი ბროდვეის ყველაზე პოპულარული მიუზიკლი აღმოჩნდა, თუმცა თავად ოდრი ამ როლს ვერაფრით ეგუებოდა, რადგან მსახიობად არ თვლიდა საკუთარ თავს. ბარონესა ჰეემსტრას კი გუმანმა უკარნახა, რომ დადგა დრო საძაგელი ბატის ჭუკის გედად გადაქცევისა და შვილს დაუყოვნებლივ გადაბარგება ურჩია ნიუ-იორკში.
* * *
"ჟიჟის" პრემიერაზე ნიუ-იორკში ჩავიდა ოდრის დიდი ხნის თაყვანისმცემელი, ვინმე ჯეიმზ ჰენსონი, და ოდრის ცოლობა სთხოვა, მან თანხმობაც მიიღო, მაგრამ საქორწინო რიტუალი მცირე ხნით გადაიდო, რომლის განმავლობაშიც ოდრი ისეთი პოპულარული გახდა, რომ უკვე მსახიობად ქცეული ახალგაზრდა ქალი დარწმუნდა - ქორწინება ხელს შეუშლიდა მის სამსახიობო კარიერას და პირობამიღებულ საქმროსთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა.
ცნობილია ისიც, რომ პირველივე წელს ამერიკაში ოდრის დელიკატურად შესთავაზეს - გვარის გამოცვლას ხომ არ ინებებთ, ჩვენ ერთი ჰეპბერნი უკვე გვყავს, კეტრინი, და თანაც ძალზედ სახელოვანიო, - მაგრამ ჰეპბერნ-II-ეს მტკიცედ განუცხადებია - "თუ ჩემი მიღება გსურთ, ჩემი გვარიც უნდა მიიღოთ, სხვაგვარად შეუძლებელია"-ო.
ოდრიმ დაიტოვა გვარი და ამით კიდევ ერთხელ გამოამჟღავნა მამისადმი დიდი სიყვარული, თუმცა მთავარი მაინც ისაა, რომ მან დაამტკიცა - ნიჭიერებას წინ ვერაფერი აღუდგება და არანაირ გადაკეთება-შელამაზებებს არ საჭიროებს.
ასე დაიწყო მისი დიდი კინოკარიერა, რომლის პარალელურადაც, რა თქმა უნდა, პირადი ცხოვრებაც ვითარდებოდა.
* * *
მოხდა ისე, რომ დიდება უფრო ადრე ეწვია ოდრის, ვიდრე ნამდვილი სიყვარული, ფულს კი, სხვათა შორის, ყოველთვის ბევრად უფრო ადვილად შოულობდა, ვიდრე პირად ბედნიერებას.
იგი უკვე "ოსკარის" მფლობელი იყო პრინცესა ანას როლისათვის "რომაულ არდადეგებში" (ფილმი 1953 წელს გადაიღეს, ჯილდო კი ოდრის, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის, 1954 წლის 25 მარტს გადაეცა), იგი უკვე მთელი მსოფლიოს სათაყვანებელ მსახიობად ითვლებოდა, როცა მას პირველად ეწვია ნამდვილი სიყვარული და თანაც ისეთი, რამაც მშობელი დედაც კი გადაავიწყა, თუმცა მისი არჩევანი ნამდვილად მცდარი და საზარელიც კი იყო:
ჯერ ერთი - ეს კაცი მსახიობი გახლდათ, რაც დედა-ბარონესას ნამდვილად არ აძლევდა ოპტიმიზმის საფუძველს...
მეორე - იგი გამოცხადებული ლოთი იყო...
მესამე - გამოუსწორებელი დონ ჟუანის რეპუტაციით სარგებლობდა და, რაც მთავარია, უკვე მოესწრო ორიოდე ცოლის გამოცვლა და შვილების ყოლაც.
ოდრის კი არაფრის გაგონება არ სურდა!
"საბრინა"
ოდრიმ თავისი გულისსწორი "საბრინას" გადაღებებზე გაიცნო, ამ ფილმს კი უკვე ცნობილი რეჟისორი ბილი უაილდერი იღებდა.
....და ვიდრე თხრობას განვაგრძობდეთ, ოდრის ცხოვრების ერთი არანაკლებ მნიშვნელოვანი ეპიზოდი უნდა დავაფიქსიროთ, რამაც მოგვიანებით იჩინა თავი უდიდესი მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის სახით:
გადაღებების დაწყებემდე გათვალისწინებული იყო, რომ "საბრინასთვის" კოსტუმები ცნობილ მოდელიორს ბალენსიაგას უნდა შეექმნა, მაგრამ მან უარი განაცხადა მეტისმეტი დაკავებულობის მიზეზით. ასე რომ, ოდრი იძულებული გახდა 26 წლის დამწყები პარიზელი კუტიურიეს, იუბერ დე ჟივანშისთვის მიემართა. პარიზში კი მსახიობი საგანგებოდ გააგზავნეს, რათა "საბრინასთვის" საჭირო ფრანგული მანერები შეესწავლა. ჟივანშიმ დიდი აღტაცებით მიიღო მიწვევა ჰეპბერნისაგან, რადგან მისთვის დიდი პატივი იყო ასეთ სახელოვან მსახიობთან ურთიერთობა, მაგრამ მოდელიორის ემოციები უმალ დაცხრა, როცა მას გენიალური კეტრინ ჰეპბერნის ნაცვლად (....როგორც მას ეგონა), სრულიად უცნობი ოდრი დახვდა, ჟივანში ამ პიროვნებასთან მუშაობაზე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ მისმა პროფესიულმა თვალმა უმალ შენიშნა, რომ მის წინაშე იდგა არსება, რომელსაც შეეძლო ხორცი შეესხა პოდიუმის მომავალი ოსტატის დაუოკებელი ფანტაზიისათვის და, შეეცვალა რა ემოციური ფონი, მოურიდებლად შესძახა, რომ ოდრის სხეული თითქოს საგანგებოდააო შექმნილი მისი მოდელებისათვის. ასე დაედო დასაბამი იმ დიდ მეგობრობას, რაც მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვა ამ ორ ხელოვანს - მსახიობსა და სამოსის დიზაინერს.
ოდრი ხშირად იმეორებდა: "ის, ვინც ახლა ვარ, სწორედ ჟივანშიმ შექმნა ჩემგან. ქალი ფუფუნების ნაირგვარი საგნების დახვავება არ არის. ქალი ელეგანტურობის და უბრალოების გამოხატულება უნდა იყოს".
ისევ "საბრინას" გადაღებებს დავუბრუნდეთ: მასში ოდრისთან ერთად ჰოლივუდის ორი "ვარსკვლავი" მამაკაცი - ჰემფრი ბოგარტი და უილიამ ჰოლდენი - მონაწილეობდნენ. პირველი მათგანი, მთელ ჰოლივუდში ცნობილი მუსუსი, განსაკუთრებით ყმაწვილ გოგონებზე დაგეშილი კაცი, ოდრიმ საერთოდ ვერ შენიშნა, რადგან უკვე უყვარდა მეორე (უილიამ ჰოლდენი) და მის რჩეულსაც ამის საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი ჰქონდა. მოვლენათა ამგვარმა განვითარებამ ჰემფრი ბოგარტი, შეიძლება ითქვას, გააცოფა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ამ გოგონამ ყურადღების ღირსადაც არ ჩათვალა, არამედ იმიტომაც, რომ მთავარი როლი სწორედ მას არგუნეს და არა ბოგარტის ერთ-ერთ მორიგ ლამაზმან მსახიობ ცოლს.
"საბრინას" გადაღება დიდ პრობლემებთან იყო დაკავშირებული, მაგრამ შეყვარებულ წყვილს ეს სულაც არ ანაღვლებდა; ისინი ისე ილტვოდნენ ერთმანეთისაკენ, რომ მთელი გადამღები ჯგუფი ცდილობდა მარტონი დაეტოვებინათ ისინი, თუმცა კი მათ შორის არაფერი განსაკუთრებული არ ხდებოდა, გარდა იმისა, რომ საათობით ისხდნენ და თვალებში უმზერდნენ ერთმანეთს.
ოდრი შეეგუა იმას, რომ მისი რჩეული ხშირად ვარდებოდა დეპრესიაში და მისი საშველი მხოლოდ ვისკი იყო. შეეგუა იმასაც, რომ უილიამის წარსული ცხოვრება დატვირთული იყო "ყველაფრით", აწმყო კი ცოლით და ორი შვილით... შეეგუა იმასაც, რომ ყოველი უიკ-ენდი თავის მოკრძალებულ ბინაში მარტოს უნდა გაეტარებინა, მაგრამ ვერ შეეგუა მხოლოდ იმ აღსარებას, რომელიც მას უკვე ასაკოვანმა მიჯნურმა გაანდო - გადატანილი ოპერაციისა გამო, მომავალში შვილი აღარასოდეს მეყოლებაო.
ამ აღსარების ღამე ოდრიმ ცრემლისღვრაში გაატარა, ისეთ ცრემლისღვრაში, რაც არც მანამდე დამართვია და აღარც აღარასოდეს მის შემდეგ, დილით კი მივიდა უილიამთან, უთხრა, რომ ყველაფერი დამთავრებულია და სამუდამოდ გაშორდა მას, ერთი წლის შემდეგ კი ცოლად გაჰყვა მსახიობ მელ ფერერის, რომელიც მას ორივესათვის საერთო მეგობარმა, გრეგორი პეკმა, გააცნო, თუმცა კი გულის სიღრმეში კვლავაც თავისი ჰოლდენი უყვარდა, ღამღამობით კვლავაც ცრემლი სდიოდა იმის წარმოდგენისას, რომ ჰოლდენი თავის ნაღველს ყოველღამ სხვადასხვა პარტნიორთან იქარვებდა...
* * *
ოდრის პირველ ქმარს ათლეტური აღნაგობა, კარგად მომართული ენა, არასრული უმაღლესი განათლება, შეთხელებული თმა, როლების დიდი ნუსხა, დაღმა ჩამავალი დიდება და მცირე სარეჟისორო გამოცდილებაც ჰქონდა და, რაც მთავარია, არანაირი პრობლემა არ გააჩნდა ჯანმრთელობისა და მამაკაცური ღირსებების მხრივ. მათ ერთად დაიწყეს ერთ რიგით სპექტაკლზე მუშაობა და წარმატებული პრემიერის შემდეგ უხმაუროდ დაქორწინდნენ.
ქორწინება შვეიცარიაში, 1954 წლის 24 სექტემბერს შედგა, სადაც მუშაობით გადაღლილი ოდრი ექიმების რჩევით დასასვენებლად ჩავიდა. მას ამ პერიოდში ასთმამაც შეუტია, ისევე, როგორც ბავშვობაში, ჭამაზედაც პრაქტიკულად ხელი აიღო და აღარც ზედმეტი ლაპარაკის სურვილი გააჩნდა... მაგრამ მთის ჯანსაღმა ჰაერმა, ნიუ-იორკის ქაოსისაგან სიშორემ და ჟენევის ტბის საოცარმა ხედებმა ოდრის მალე დაუბრუნეს სასიცოცხლო ძალაც, სურვილიც და პირველი, რაც მან გამოცოცხლების შემდეგ გააკეთა, იყო ის, რომ ფერერის პლატინის საათი გაუგზავნა საჩუქრად, რაზედაც ამოტვიფრული იყო სიტყვები - "მე ამ კაცმა ჭკუა დამაკარგინა!"
რაღა დააკავებდა ასეთი სიტყვებით აღფრთოვანებულ ფერერის?! - იგი უმალ ჩავიდა შვეიცარიაში და ოდრის ხელი სთხოვა.
ქათქათა საქორწილო კაბაში გამოწყობილი ოდრი ზღაპრულ ფერიას ჰგავდა, ის პატარა სამლოცველო კი, სადაც ჯვრისწერა შედგა ოდრის ხელით მორთული მიხაკებითა და შროშანებით იყო დამშვენებული.
ბარონესა ვან ჰეემსტრამ ვერ შეძლო ქორწინებისათვის ხელი შეეშალა, თუმცა კი გრძნობდა, რომ ეს მოვლენა კარგს არაფერს უქადდა მის ქალიშვილს.
და ბარონესა მართალი აღმოჩნდა!
* * *
ოდრის პირველი მშობიარობა მკვდარი ბავშვის დაბადებით დასრულდა. მისი და ფერერის ერთობლივი ნამუშევარი, ფილმი "ომი და მშვიდობა", სრული კრახით აღინიშნა (თუმცა ამ ფილმის ერთადერთი ნათელი წერტილი სწორედ ოდრის ნატაშა როსტოვა იყო). მათი ოჯახური ცხოვრების პირველი წელიც ისევე, როგორც ყველა დანარჩენი, საკმაოდ იყო მოკლებული სრულყოფილებას და ეს პირველ რიგში შვილის არყოლითა და ფერერის წარმავალი სამსახიობო კარიერით იყო გამოწვეული. ოდრი, რა თქმა უნდა, თავის მხრივ ყველანაირად ცდილობდა ქმრისათვის ხელი შეეწყო. იგი არ თანხმდებოდა არანაირ როლზე, თუ იქ ფერერისთვისაც არ მოიძებნებოდა სათანადო როლი (რის გამოც ხშირად ცუდ ფილმებში თამაშობდა და კარგ როლებზე უარს ამბობდა). ქმარი კი, ხედავდა რა, რომ ცოლს ნიჭიერებით მხარს ვერ უბამდა, ცდილობდა მის ხელმძღვანელობას, მის მაგივრად ინტერვიუებს და სტატიებს წერდა, რითაც ოდრი ჟურნალისტებისა და მკითხველის თვალში საკმაოდ სულელურად გამოიყურებოდა.
"დაე, სულელი ვეგონო - ფიქრობდა ოდრი - სამაგიეროდ ის ჩემთან იქნება და მისგან ბავშვი მეყოლება".
ორიოდე წლის შემდეგ ოდრი ისევ დაფეხმძიმდა, მაგრამ ბავშვის შენარჩუნება კვლავ ვერ შეძლო, რადგან გადაღებებზე ცხენიდან ჩამოვარდა და თითქმის ერთი თვე გაუნძრევლად იწვა, შემდეგ კი გადაღებებს ორთოპედიულ კორსეტში დაუბრუნდა და კვლავ შეჯდა ცხენზე.
* * *
...და ოდრის ისევ მოუხდა გაქცევა შვეიცარიაში!
ისევ უჭმელობა და დღეში ორი კოლოფი სიგარეტი.
ამ პერიოდში მან კლეოპატრას როლზე თქვა უარი, რაც საბოლოოდ ელიზაბეტ ტეილორმა ითამაშა (ერთი მილიონი დოლარის ჰონორარის საფასურად). უარი თქვა, აგრეთვე, მარიას როლზე "ვესტსაიდის ისტორიაში" (ეს როლი ნატალი ვუდმა განასახიერა) და კვლავ დაიწყო თავისი უხილავი ძაფების ძიება, რაც ოდესღაც, ბავშვობაში, ღმერთთან აკავშირებდა:
"მე მორჩილი და დამჯერი გოგო ვიქნები, კარგად მოვიქცევი და კინოსაც აღარ გავეკარები, ოღონდ შვილი გვაჩუქეო" - ასე ევედრებოდა ოდრი ღმერთს!
...და უფალსაც თითქოს შეებრალაო მისი მავედრებელი არსება - 1960 წლის 17 იანვარს, ოცდაათ წელს გადაცილებულმა ქალმა ბოლოსდაბოლოს შობა შვილი და თანაც ვაჟი, რომელსაც დაარქვეს შონი (რაც ვალიურ ენაზე "ღვთის წყალობას" ნიშნავს). აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ფეხმძიმობისას ოდრი იმდენად იყო შეშინებული, რომ ყველანაირ გადაღებებზე უარი თქვა და დაკარგა შანსი მონაწილეობა მიეღო თავად გენიალური ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში, რომლის გადაღებასაც კინოს დიდი მაესტრო საგანგებოდ ოდრი ჰეპბერნის ნიჭიერებით შთაგონებული აპირებდა.
* * *
გარეშე თვალს მოეჩვენებოდა, რომ უკან დარჩა ყველა პრობლემა ოდრის ცხოვრებაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ მოხდა.
შვილის შეძენამ რატომღაც გააცხადა ის ფაქტი, რომ ოდრის თავისი ქმარი აღარ უყვარდა. შესაძლოა, იმიტომაც, რომ მან ღმერთის წინაშე დადებული პირობა არ შეასრულა და კვლავ დაუბრუნდა კინოგადაღებებს.
ეს ის დრო გახლდათ, როცა მთელი მსოფლიო აღტაცებით უმზერდა ისეთ ფილმებს, როგორიცაა "საუზმე ტიფანისთან", "ჩემი მშვენიერი ლედი", "როგორ მოვიპაროთ მილიონი", რასაც ვერ ვიტყვით ოდრის მეუღლეზე, რომელსაც უკვე აშკარად შურდა თავისი ღვთაებრივი მეორე ნახევრის წარმატებებისა. ამიტომაც მალე ხმები დაირხა, მოკლე ხანში ოდრი ჰეპბერნი, შირლი მაკლეინისა და ელიზაბეტ ტეილორის მსგავსად, გათხოვებათა რეკორდებს დაამყარებსო. მაგრამ თავად ოდრი ასე არ ფიქრობდა და შვილის ნორმალური აღზრდისათვის მზად იყო მელ ფერერისთან თანაცხოვრებისათვის გაეძლო, მაგრამ გაძლება დიდხანს არ შეიძლება...
"ჩემი ბავშვობა დასრულდა მაშინ, როცა მამა წავიდა ჩვენგან - წერს ოდრი თავის მოგონებებში - დედა არ მაძლევდა უფლებას, რომ მამა მეხსენებინა, ან თუნდაც მომნატრებოდა იგი. ამიტომაც არ მსურდა ჩემი შვილი უმამოდ გაზრდილიყო და შევფიცე საკუთარ თავს, რომ არ გავშორებოდი ქმარს"...
ამგვარი გაძლების პერიოდი კიდევ დიდხანს, თითქმის ექვს წელს გაგრძელდა და ოდრის ამ ხანში სამჯერ მოეშალა მუცელი.
"საუზმე ტიფანისთან"
შემოქმედებითი თვალსაზრისით 60-იანი წლების დასაწყისი საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა. 1961 წელს ოდრიმ შეასრულა როლი, რომლისთვისაც, როგორც კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, იყო დაბადებული იგი ამქვეყნად. თუმცა უნდა ითქვას, რომ ოდრის თამაშის წინააღმდეგი იყო ამ ფილმის ლიტერატურული პირველწყაროს ავტორი, მწერალი ტრუმენ კეპოუტი, რომელმაც განაცხადა, რომ მთავარი გმირის, ჰოლი გოლაიტლის სახე მან სპეციალურად მერილინ მონროსათვის შექმნა. ასეა თუ ისე, ოდრი ჰეპბერნი "ტიფანისათვის" მეხუთედ წარადგინეს "ოსკარის" პრემიაზე, თავად ფილმი კი მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო კინოქმნილებად იქცა.
* * *
1963 წელს კი მოხდა კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რაც ნაკლებადაა ცნობილი ფართო აუდიტორიისათვის.
მოგეხსენებათ, 1962 წლის 29 მაისს, პრეზიდენტ ჯონ კენედის დაბადების დღეს საფუძველი ჩაეყარა ერთ ხანმოკლე ტრადიციას, როცა აშშ-ს პირველ პირს დაბადების დღე აწ უკვე ყველასათვის ცნობილი სიმღერით - Happy Birthday, Mr. President - მიულოცა მერილინ მონრომ. ამ უკანასკნელის უდროო გარდაცვალებამ 1963 წელს პრობლემის წინაშე დააყენა დაბადების დღის ორგანიზატორები, მაგრამ მათ მაინც მონახეს გამოსავალი და ხსენებული სიმღერის შესასრულებლად ოდრი ჰეპბერნი მიიწვიეს.
ძნელი სათქმელია, ვინ უმღერებდა 1964 წელს პრეზიდენტს, მაგრამ ეს ტრადიცია გაუცნობიერებლად მიეცა დავიწყებას, რადგან თავად პრეზიდენტი ვეღარ დაესწრო თავის მორიგ დაბადების დღეს.
* * *
ოდრი და მელ ფერერი 1968 წლის დეკემბერში ოფიციალურად დაშორდნენ ერთმანეთს, რაც საბოლოოდ მაშინ გადაწყდა, როცა ქმარი უკვე გახელებით აძალებდა სახელოვან მეუღლეს, რომ უფრო მეტ ფილმში მიეღო მონაწილეობა და მეტი ფული ეშოვა, ქალს კი აღარ სურდა კინოში მუშაობა და მთელი ცხოვრების მიძღვნას შვილის აღზრდისადმი აპირებდა...
ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფილმისათვის "ჩემი მშვენიერი ლედი" ოდრი ჰეპბერნმა ჰონორარად მილიონ ასი ათასი დოლარი მიიღო, რაც იმხანად ჰოლივუდში სარეკორდოდ ითვლებოდა, თუმცა მანამდე მოხდა ერთი მნიშვნელოვანი რამ, რაც კინოვარსკვლავის ადამიანური თვისებების ერთ-ერთი ყველაზე ნათელი დამადასტურებელი ფაქტია.
"ჩემი მშვენიერი ლედის" გადაღებები ახალი დასრულებული იყო, როცა ოდრის ჭორის სახით კიდევ ერთხელ აცნობეს მისი მამის გარდაცვალების ამბავი. მანამდე კი 1959 წელს, თითქმის 25 წლის განშორების შემდეგ, ოდრიმ მამა (...როგორც ირკვევა, მისთვის ყველაზე საყვარელი ადამიანი) იპოვა, რომელიც დუბლინში მესამე ცოლთან ერთად ცხოვრობდა. თუმცა ჯონ ჰეპბერნ-რასტონის სიკვდილის ამბავი მართლაც ჭორი აღმოჩნდა, რადგან ოდრის ქმარმა ჯანსაღ მდგომარეობაში მყოფი მოაზრებული სიმამრი კვლავაც დუბლინში იპოვა, სადაც ოდრიც უმალვე გაეშურა და გაირკვა, რომ მისი 74 წლის მამა დიდ ფინანსურ სიძნელეებს განიცდიდა.
ამერიკაში დაბრუნებულ ოდრის სევდა და სიხარული ერთგვარად უბინდავდა გონებას და მან დიდხანს ვერ შეძლო ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაჰბრუნებოდა. მან კიდევ ერთხელ გააცნობიერა, რომ მამისადმი განსაკუთრებული გრძნობები გააჩნდა და მას შემდეგ 20 წლის განმავლობაში, ვიდრე ჯონ ჰეპბერნ რასტონი გარდაიცვლებოდა (95 წლის ასაკში!), შვილს მასთან მიწერ-მოწერა არ შეუწყვეტია და მამას ყოველთვიურად საკმაოდ სოლიდურ თანხასაც უგზავნიდა. აქვე უნდა ითქვას, რომ მისი დედა-ბარონესაც შვილთან გადაბარგდა და ცხოვრების უკანასკნელი 10 წელიწადი, 1984 წლამდე, ოდრისთან გაატარა.
* * *
თუმცა დავუბრუნდეთ ფილმს, რომელშიც ყველაზე მეტად გამოვლინდა ოდრი ჰეპბერნის ფანტასტიური ნიჭიერება და რომელიც ყველაზე კარგადაა ცნობილი ჩვენი მაყურებლისთვის.
"ჩემი მშვენიერი ლედი"
ამ ფილმის გადაღებებები 1963 წლის გაზაფხულზე დაიწყო.
სხვათა შორის, მანამდე, ერთ რიგით ფილმში ("სასაცილო სახე", 1957 წ), რომლისთვის მუსიკა ჯორჯ გერშვინმა დაწერა და სადაც ოდრის თავად ფრედ ასტერთან მოუხდა მონაწილეობა და ცეკვაც კი, მსახიობმა ამღერება სცადა და მშვენივრადაც გაართვა ამას თავი. ალბათ, ეს იყო იმის მიზეზი, რომ ოდრის ელიზა დულიტლისათვის განკუთვნილი ვოკალური პარტიების შესრულების დიდი სურვილი აღმოაჩნდა ფილმ-მიუზიკლში "ჩემი მშვენიერი ლედი" და ამ მიზნით სიმღერის სპეციალური გაკვეთილების ჩატარება სთხოვა გამოცდილ მასწავლებელს, მაგრამ მისი სურვილი სურვილად დარჩა, რადგან ფილმის შემქმნელებმა არჩიეს, რომ ელიზას სიმღერები პროფესიონალ მომღერალ მარნი ნიქსონს შეესრულებინა...
განაწყენებულმა ოდრიმ მოგვიანებით ჩაწერა თავის მოგონებებში: "მე ნახევარი როლი წამართვეს, მაგრამ იმით მაინც ვარ ბედნიერი, რომ ცეკვები თავად შევასრულე"...
ასეა თუ ისე, ყმაწვილქალობის დროინდელმა საბალეტო გაკვეთილებმა თავისი შედეგი მაინც გამოიღეს!
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ელიზა დულიტლის როლის განსახიერებას ოდრი ძალზედ დიდი ყოყმანისა და თავშეკავების შემდეგ დათანხმდა. საქმე იმაშია, რომ ჯორჯ ბერნარდ შოუს "პიგმალიონის" ბროდვეისეულ მიუზიკლში, რომელიც 1956 წელს შექმნეს ლიბრეტისტმა ალან ჯეი ლერნერმა და კომპოზიტორმა ფრედერიკ ლოუმ, დიდი წარმატებით თამაშობდა ჯული ენდრიუსი (მას მაყურებელი კარგად იცნობს 1964-65 წლებში შექმნილი ფილმებიდან "მერი პოპინსი" და "მუსიკის ჰანგები"), ოდრის მიაჩნდა, რომ მიუზიკლის ეკრანიზაციაშიც სწორედ ენდრიუსს უნდა ეთამაშა.
ძნელი სათქმელია, როგორი იქნებოდა ენდრიუსი ლონდონელი მეყვავილე გოგონას როლში, მაგრამ ოდრი რომ ფანტასტიურად თამაშობს, ამაზე ორი აზრი, ალბათ, არ არსებობს.
* * *
და კვლავ ოდრის პირად ცხოვრებას დავუბრუნდეთ.
1967 წლის სექტემბერში, როცა ოდრი ჰეპბერნი ჯერ კიდევ ითვლებოდა მელ ფერერის ოფიციალურ მეუღლედ, ერთ-ერთ ელიტარულ კრუიზში ოდრი შეხვდა ახალგაზრდა იტალიელ ფსიქოანალიტიკოსს ანდრეა დოტის, რომელიც ფერერისთან განქორწინების ექვსი კვირის შემდეგ ოდრის მეორე ქმარი გახდა.
ანდრეა დოტი სრულიად საწინააღმდეგო პიროვნება აღმოჩნდა იმ სტერეოტიპისა, რაც ოდრის სატრფიალო რომანებს სდევდა თან, თუნდაც იმით, რომ იგი ცოლზე ათი წლით უმცროსი იყო და მაშინ მოდაში ახლად შემოსული ფსიქოანალიტიკოსის პროფესიასაც წარმატებით ეუფლებოდა ქალთა ნევროზის განხრით. გარდა ამისა, მეორე ქმარი - ანდრეა დოტი, რომელიც იტალიელი არისტოკრატი გახლდათ, საოცრად კარგად ერკვეოდა ქალის ზოგად თავისებურებებში და მხიარული და დროსტარებათა მოყვარული კაცი გახლდათ. მთავარი კი ის იყო, რომ ანდრეა დოტის ოდრი შეჰყვარებოდა ჯერ კიდევ მაშინ, როცა რომში "რომაულ არდადეგებს" იღებდნენ. სწორედ მაშინ, ბრბოდან მომზირალ ანდრეას თვალებს ოდრი ქალღმერთად მოეჩვენა და უიმედოდ გაუმიჯნურდა კიდეც მას, თუმცა არც მთლად უიმედოდ, რადგან იგი ნამდვილი (თამამი!) იტალიელი ბიჭუნა აღმოჩნდა: მორიგი გადაღებისას პატარა ანდრეა ბრბოდან გამოძვრა თურმე, ახლოს მივიდა ამ ღვთიურ არსებასთან და ხელითაც კი შეეხო მას, რომ დარწმუნებულიყო, ზღაპრული ქმნილება იყო ეს ქალი თუ ადამიანი.
იმ დღიდან ანდრეას ოდრიზე ფიქრი არ მოშორებია და ოცნების ასრულება მხოლოდ 30 წლისამ შეძლო, როცა ოდრი უკვე 40 წლის ასაკს იყო მიახლოებული.
ახლადშეყვარებულ ოდრის და ანდრეას, ეგონათ, რომ მთელი მსოფლიოს პრესა მათი რომანის შესახებ ალაპარაკდა, ამიტომაც პირობა დადეს - არანაირ ჭორს ყურადღებას არ მიაქცევდნენ, არანაირი მეგობარი ქალების რჩევებს არ გაითვალისწინებდნენ (თუმცა არც არავინ ჰყავდა ოდრის ამგვარი მეგობარი), თვით დედა-ბარონესას აზრებსაც კი არ დაექვემდებარებოდნენ...
ამჯერად ოდრი საქორწინო რიტუალზე ვარდისფერი კაბით გამოცხადდა, მან კვლავ ირწმუნა პირადი ბედნიერებისა, მით უმეტეს, რომ შონმაც, მგონი, შეიყვარა თავისი ახალი მამიკო.
ისინი რომში დასახლდნენ, მათი ფანჯრიდან მარადიული ქალაქის საოცარი ხედი იშლებოდა, დედამთილი ხელის გულზე ატარებდა სახელოვან რძალს და ასე გადაება უშფოთველი დღეები ერთმანეთს!
ზოგჯერ კინოშიც დადიოდნენ და ოდრი გრძნობდა, თუ რამდენად მეტი სიამოვნება გააჩნია ფილმის ყურებას (...თანაც ჯანმრთელობისათვის სრულიად უხიფათოა!), ვიდრე მასში მონაწილეობას. და ერთხელ, მორიგი ფილმის თვალის დევნებისას, მან შეჰფიცა საკუთარ თავს, რომ აღარასოდეს ითამაშებდა კინოში.
ეს იყო მისი მეორე განდგომა კინემატოგრაფიისაგან!
* * *
...და საოცარი დამთხვევის წყალობით, ღმერთმა კვლავ აჩუქა მას შვილი. ნაყოფის შენარჩუნების მიზნით, ოდრი 6 თვის განმავლობაში, ლოგინიდან არ ამდგარა, ამჯერად ფეხმძიმობის პერიოდმა მშვიდობიანად ჩაიარა და ბედნიერ დედას მეორე ვაჟი შეეძინა, მას ლუკა დაარქვეს. ამრიგად 1970 წლის 8 თებერვალს ოდრი ჰეპბერნი მეორედაც გახდა დედა და მეორედაც იგრძნო, რომ... ქმარს კარგავდა, თუმცა ახლა სამსახიობო დიდება არაფერ შუაში იყო. საქმე ანდრეას სამიჯნურო თავგადასავლებმა გაართულეს და ეს თავგადასავლები, სულ ახალ-ახალი სატრფოებით, ისევ და ისევ პრესის ყბადაღებულ თემად იქცა. საგაზეთო სტატიებს თან ფოტოებიც ერთვოდა ანდრეასი და ვინმე ქერათმიანი ლამაზმანის, ანდრეასი და ვინმე შავგვრემანი ტურფასი...
"ანდრეა იტალიელია" - ფიქრობდა ოდრი...
"იგი ჯერ ახალგაზრდაა" - ცრემლის ყლაპვით ახსენებდა საკუთარ თავს...
"მას მაინც ვუყვარვარ" - თავს იმშვიდებდა, როცა ქმარი ყვავილების თაიგულით ბრუნდებოდა და მზერაში საკუთარი დანაშაულის სრული გაქარწყლებით ხუმრობდა, ნაირგვარად მანჭავდა სახეს და თავისი პაციენტი ქალების შესახებ სასაცილო ამბებს ყვებოდა.
მაგრამ ოდრი მალე მაინც მიხვდა, რომ მისი პირადი ცხოვრების რომაული არდადეგებიც დასასრულს მიუახლოვდა!... რომ ამქვეყნად ვეღარავინ და ვეღარანაირი ძალა ვერ გაახანგრძლივებდა ამ არდადეგებს. ოდრი შეეცადა, ეს ყველაფერი სიმშვიდით მიეღო, დაერწმუნებინა საკუთარი თავი, რომ ბედნიერება მთელი ცხოვრების მანძილზე არ გრძელდება, მაგრამ მას საკუთარი თავის თავადვე აღარ სჯეროდა.
* * *
"ალბათ, ბედნიერებას იქ არ ვეძებ, სადაც მელოდებაო!" - გაიფიქრა ოდრიმ და, 1980 წელს, გაშორდა რა გაუწონასწორებელ და თავზეხელაღებულ იტალიელს, კვლავ გაეშურა საკუთარი ბედის საძიებლად.
* * *
ოდრიმ კიდევ ორ ფილმში მიიღო მონაწილეობა, კვლავ გათხოვდა (1982 წელს) და ამ ერთადერთ შემთხვევაში მისი მოხუცებული დედა-ბარონესა ქალიშვილის არჩევანით კმაყოფილი დარჩა, რადგან მისი მესამე სიძე - რობერტ უოლდერსი - საკმაოდ პატიოსანი ადამიანი აღმოჩნდა! მართალია, უოლდერსთან ოდრის ოფიციალურად არ უქორწინია, მაგრამ, როგორც მან მოგვიანებით გააცნობიერა, ეს იყო მისი ცხოვრების მთავარი მამაკაცი, რომელსაც ამდენი წლის განმავლობაში ელოდა. ამ "გაცნობიერებას", ალბათ, ზურგს ისიც უმაგრებდა, რომ რობერტ უოლდერსს საკმაოდ ძირძველი ჰოლანდიური წარმოშობა ჰქონდა, თუმცა მთავარი ეს არ არის, მთავარი ისაა, რომ ოდრი კვლავ გამოჩნდა ელიტარულ წვეულებებზე, კვლავ აქტიურ ცხოვრებას შეუდგა, კვლავ თავისი საყვარელი მოდელიორის, ჟივანშის სამოსელით (კვლავ ელეგანტურმა!) გაიბრწყინა საზოგადოებაში და მსოფლიო კვლავ ალაპარაკდა მის სადედოფლო მანერებზე, დახვეწილებასა და უბრალოებაზე.
1987 წელს ოდრიმ შროშანების ბაღი გააშენა თავის სახლთან, შვეიცარიაში, რომელსაც იგი მოიხსენიებდა La Paisible-ად (ფრანგულად - "მშვიდი ადგილი"). მცირე ხანში მან გაერო-ს ბავშვთა ფონდშიც დაიწყო საქმიანობა და საგანგებო მისიით იმოგზაურა ეთიოპიაშიც, ბანგლადეშშიც, შემდეგ - სუდანში, ვიეტნამში, სალვადორში... იმ ქვეყნებში, სადაც ომი მიმდინარეობდა და ბედნიერი ცხოვრება მხოლოდ ოცნებით წარმოედგინათ. მას ძალიან უნ დოდა ერთი ლუკმა მაინც მიეწოდებინა მშიერი ბავშვებისათვის, რადგან თავად მშვენივრად ახსოვდა საკუთარი ბავშვობის შიმშილი და უბედურება... ერთ-ერთი საქველმოქმედო მოგზაურობა კი ოდრიმ იმხანად აშშ-ს უკვე ექს-პრეზიდენტ ჯიმი კარტერთან და სამხრეთაფრიკელ ნელსონ მანდელასთან ერთად განახორციელა (მოგვიანებით ორივე მათგანს ნობელის პრემია მიენიჭა მშვიდობის დარგში).
* * *
1989 წელს ოდრი ჰეპბერნი უკანასკნელ ფილმში ("მუდამ", რეჟისორი სტივენ სპილბერგი) გადაიღეს, რომლისთვისაც მას 1993 წლის მარტში, სიკვდილის შემდეგ, ოსკარების გადაცემის ცერემონიალზე ჯინ ჰერშოლტის საგანგებო ჰუმანიტარული პრემია მიანიჭეს (პრემია ოდრის სახელით ჯულია რობერტსმა ჩაიბარა).
1992 წლის ოქტომბერში მეუღლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ტკივილებით შეწუხებულმა ოდრიმ ბოლოსდაბოლოს მიმართა ექიმს და მას ნაკლებად სანუგეშო დიაგნოზი დაუსვეს - კუჭის კიბო.
1 ნოემბერს მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარეს და გაჩნდა იმედი...
ლეგენდად ქცეულ ქალს ცხოვრების უკანასკნელი დღეები მისმა მეგობრებმა - გრეგორი პეკმა და ელიზაბეტ ტეილორმა - გვერდით ყოფნით შეუმსუბუქეს.
1993 წლის პირველივე დღეებიდან ოდრი საწოლს მიეჯაჭვა... კალკუტაში დედა ტერეზამ ლოცვა აღავლინა მისი ქრისტესმიერი დის ოდრი ჰეპბერნისათვის.
1993 წლის 20 იანვარს, საღამოს შვიდ საათზე, ძილში, მშვიდად გარდაიცვალა ოდრი ჰეპბერნი.
საოცარი დამთხვევის გამოისობით, ოდრის უკანასკნელი პერსონაჟი კინოში იყო ანგელოზი ფილმში "მუდამ", ელიზაბეტ ტეილორს, ალბათ, ამიტომ უთქვამს:
"ახლა ღმერთს მიწიერი ანგელოზიც ჰყავს, რომლის მშვენიერებას ვერანაირი ციური არსებანი ვერ გაუტოლდებიან".
ოდრის დაკრძალვის დღეს შვეიცარიის ალპების ერთ პატარა სამლოცველოში ისმოდა ბახის მუსიკა, მღეროდა ბავშვთა ქორო...
რომში ხალხს ყვავილები მიჰქონდა ტიბრის იმ ნაპირზე, სადაც ოდრი და გრეგორი პეკი ერთად ცეკვავდნენ "რომაული არდადეგების" გადაღებისას....
ცხედრის გვერდით იდგნენ ის მამაკაცები, ვისაც ქალმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა:
მელ ფერერი, ანდრეა დოტი, რობერტ უოლდერსი, იუბერ დე ჟივანში და მისი ორი ვაჟი: შონი და ლუკა...
...ოდრის რომ შესძლებოდა, შესაძლოა, ამ წუთისოფლად პირველად და ერთადერთხელ ეთქვა: "ბოლოსდაბოლოს ბედნიერი ვარ!"
* * *
1993 წლის მიწურულს პერიოდულმა გამოცემამ "The People’s magazin"-მა ოდრი მსოფლიოს ყველა დროის 50 ულამაზეს ადამიანს შორის დაასახელა.
"The Empire magazine"-მა ოდრი მსოფლიო კინემატოგრაფიის ყველა დროის 100 უდიდესი მსახიობის სიაში შეიყვანა.
ამერიკის კინემატოგრაფიის ინსტიტუტმა ოდრი ყველა დროის 50 გამოჩენილ მსახიობ ქალებში მესამე ადგილზე მოიხსენია.
2001 წელს ჰოლივუდში გადაიღეს მხატვრული ფილმი - `რატომ ვერ ვიქნები ოდრი ჰეპბერნი~ (Why Can’t I be Audrey Hepburn).
ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების საინტერესო ფაქტები
- სახელი "ოდრი" (Audrey), თავისი წარმოშობით, ნიშნავს "კეთილშობილს", "სამეფოს".
- დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს კვლავ გაუხელია თვალი. ამის გამო ოდრი ხშირად ამბობდა - "მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყოო".
- ოდრის საყვარელი ფერები იყო თეთრი და ვარდისფერი.
- ოდრის ყველა სხვა მსახიობზე უკეთ შეეძლო ფილმისათვის შესაფერი სამოსის შერჩევა, რის გამოც ერთხელ, "ჩემი მშვენიერი ლედის" გადაღებისას, რექს ჰარისონის (ჰენრი ჰიგინსის როლის შემსრულებლის) მზერაში აღტაცების სხივები აკიაფდა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ფილმის, და ზოგადად ნაწარმოების, ინტრიგას.
- ოდრის ძალზედ მოსწონდა დიასახლისობა და ამ საქმიანობას გადასაღებ მოედნებზე გამეფებულ გაწამაწიასა და მოჩვენებითობას ამჯობინებდა.
- ოდრის ძალიან ჰყვარებია მკვახე, მჟავე ვაშლი და ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა სადილის შემდეგ, როგორც დესერტს.
- შამპანიურის მიმართ იმდენად ცუდი დამოკიდებულება ჰქონია ოდრის, რომ "ჩემი მშვენიერი ლედის" ფანტასტიური წარმატების შემდეგ მას დედასთან ერთად სიხარული ჭიქა ლუდით აღუნიშნავს.
- როლის ტექსტის შესწავლისას ოდრი გამუდმებით უსმენდა თურმე გრამფირფიტებს.
- 1989 წელს, როდესაც იღებდნენ ფილმს "მუდამ", რეჟისორ სტივენ სპილბერგს ეშინოდა, რომ მისი არჩევანი ანგელოზის როლისათვის არ მოეწონებოდა გადამღებ ჯგუფს, მაგრამ მუშაობის დაწყებამდე მაინც დაუსახელებია ოდრი ამ როლის შემსრულებლად...
თანხმობის ნიშნად რეჟისორს მქუხარე აპლოდისმენტები შემოესმა.
- ფილმები და ჰონორარები:
"ჩემი მშვენიერი ლედი" - 1,1 მილიონი დოლარი.
"უპატიებელი" - 200 000 დოლარი.
"ომი და მშვიდობა" - 130 100.
"საბრინა" - 15 000.
- "რომაულ არდადეგებში" მთავარი როლი ელიზაბეტ ტეილორს უნდა ეთამაშა, რომელსაც პარტნიორობას კერი გრანტი გაუწევდა, მაგრამ არჩევანის შეჩერება ჰეპბერნზე გახდა მიზეზი გრეგორი პეკის მოწვევისაც, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ოდრის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა ყოველთვის.
- "რომაული არდადეგების" ფინალურ სცენაში ოდრი დიდხანს ვერ ახერხებდა თურმე ბუნებრივი ცრემლის გადმოფრქვევას, მაგრამ როდესაც რეჟისორ უილიამ უაილერს მისთვის შეუხსენებია ის ფაქტი, რომ ფილმის გადაღება დასასრულს მიუახლოვდა, ოდრის დიდხანს უტირია და არც არავის უცდია მისი დაწყნარება.
- ოდრი ჰეპბერნს და კეტრინ ჰეპბერნს ჰყოლიათ ძალზედ შორეული საერთო წინაპარი, სახელად ჯეიმზი, თუმცა არცერთ მათგანს ეს ფაქტი არასოდეს დაუფიქსირებია ერთმანეთთან ურთიერთობისას.
- შვეიცარიაში ყოფნისას ოდრი ყოველ საღამოს მცირე ხანს სამ პატარა ძაღლს ასეირნებდა, რის შემდეგაც ძალიან ადრე წვებოდა დასაძინებლად.
- ოდრის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ მის ვაჟს, შონს, შეეძინა ქალიშვილი, რომელიც ოდრის პირველი შვილიშვილი იყო... ბავშვს ემა ოდრი დაარქვეს.
ოდრი ჰეპბერნის ცხოვრების საინტერესო ფაქტები
- სახელი "ოდრი" (Audrey), თავისი წარმოშობით, ნიშნავს "კეთილშობილს", "სამეფოს".
- დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს კვლავ გაუხელია თვალი. ამის გამო ოდრი ხშირად ამბობდა - "მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყოო".
- ოდრის საყვარელი ფერები იყო თეთრი და ვარდისფერი.
- ოდრის ყველა სხვა მსახიობზე უკეთ შეეძლო ფილმისათვის შესაფერი სამოსის შერჩევა, რის გამოც ერთხელ, "ჩემი მშვენიერი ლედის" გადაღებისას, რექს ჰარისონის (ჰენრი ჰიგინსის როლის შემსრულებლის) მზერაში აღტაცების სხივები აკიაფდა, რაც აბსოლუტურად ეწინააღმდეგებოდა ფილმის, და ზოგადად ნაწარმოების, ინტრიგას.
- ოდრის ძალზედ მოსწონდა დიასახლისობა და ამ საქმიანობას გადასაღებ მოედნებზე გამეფებულ გაწამაწიასა და მოჩვენებითობას ამჯობინებდა.
- ოდრის ძალიან ჰყვარებია მკვახე, მჟავე ვაშლი და ყოველთვის სიამოვნებით მიირთმევდა სადილის შემდეგ, როგორც დესერტს.
- შამპანიურის მიმართ იმდენად ცუდი დამოკიდებულება ჰქონია ოდრის, რომ "ჩემი მშვენიერი ლედის" ფანტასტიური წარმატების შემდეგ მას დედასთან ერთად სიხარული ჭიქა ლუდით აღუნიშნავს.
- როლის ტექსტის შესწავლისას ოდრი გამუდმებით უსმენდა თურმე გრამფირფიტებს.
- 1989 წელს, როდესაც იღებდნენ ფილმს "მუდამ", რეჟისორ სტივენ სპილბერგს ეშინოდა, რომ მისი არჩევანი ანგელოზის როლისათვის არ მოეწონებოდა გადამღებ ჯგუფს, მაგრამ მუშაობის დაწყებამდე მაინც დაუსახელებია ოდრი ამ როლის შემსრულებლად...
თანხმობის ნიშნად რეჟისორს მქუხარე აპლოდისმენტები შემოესმა.
- ფილმები და ჰონორარები:
"ჩემი მშვენიერი ლედი" - 1,1 მილიონი დოლარი.
"უპატიებელი" - 200 000 დოლარი.
"ომი და მშვიდობა" - 130 100.
"საბრინა" - 15 000.
- "რომაულ არდადეგებში" მთავარი როლი ელიზაბეტ ტეილორს უნდა ეთამაშა, რომელსაც პარტნიორობას კერი გრანტი გაუწევდა, მაგრამ არჩევანის შეჩერება ჰეპბერნზე გახდა მიზეზი გრეგორი პეკის მოწვევისაც, რომელიც, როგორც უკვე ვთქვით, ოდრის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა ყოველთვის.
- "რომაული არდადეგების" ფინალურ სცენაში ოდრი დიდხანს ვერ ახერხებდა თურმე ბუნებრივი ცრემლის გადმოფრქვევას, მაგრამ როდესაც რეჟისორ უილიამ უაილერს მისთვის შეუხსენებია ის ფაქტი, რომ ფილმის გადაღება დასასრულს მიუახლოვდა, ოდრის დიდხანს უტირია და არც არავის უცდია მისი დაწყნარება.
- ოდრი ჰეპბერნს და კეტრინ ჰეპბერნს ჰყოლიათ ძალზედ შორეული საერთო წინაპარი, სახელად ჯეიმზი, თუმცა არცერთ მათგანს ეს ფაქტი არასოდეს დაუფიქსირებია ერთმანეთთან ურთიერთობისას.
- შვეიცარიაში ყოფნისას ოდრი ყოველ საღამოს მცირე ხანს სამ პატარა ძაღლს ასეირნებდა, რის შემდეგაც ძალიან ადრე წვებოდა დასაძინებლად.
- ოდრის გარდაცვალებიდან რამოდენიმე ხნის შემდეგ მის ვაჟს, შონს, შეეძინა ქალიშვილი, რომელიც ოდრის პირველი შვილიშვილი იყო... ბავშვს ემა ოდრი დაარქვეს.
Комментариев нет:
Отправить комментарий