(1926 - 1994 წწ)
საბჭოთა ეპოქის რუსული კინოსა და თეატრის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მსახიობია. მან ეკრანსა და სცენაზე ასზე მეტი როლი განასახიერა და მილიონობით მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა შეუდარებელი ნიჭითა და სიკეთით (მოამზადა ალექსანდრე ელერდაშვილმა, 2004 წელი)
"...იცი, ანდრეი, მე ყოველთვის მგონია, რომ სიყვარულის ნაკლებობას განვიცდი, მგონია, რომ დედაჩემს ჩემი ძმა უფრო უყვარდა, ვიდრე მე, მგონია, რომ შენ და ვანდას ძალიან არ გიყვარვართ, რომ მე ყოველთვის მეტს გავცემდი, ვიდრე სანაცვლოდ ვიღებდი"
(შვილისადმი მიწერილი წერილიდან).
"...ყოველ საღამოს მე სცენაზე გავდივარ. ეს არც ოლიმპია და არც გოლგოთა... მე უბრალოდ ხალხის წინ ვდგავარ და მათთვის ვთამაშობ"
(შვილისადმი მიწერილი წერილიდან)
დაიბადა 1926 წლის 2 სექტემბერს, მოსკოვში.
გარდაიცვალა 1994 წლის 29 იანვარს, მოსკოვში
დედა - ანა ილიას ასული, დიასახლისი
მამა - პავლე ვასილის ძე ლეონოვი, ინჟინერი
მეუღლე - ვანდა სტოილოვა
შვილი: ანდრეი - მსახიობი
ოჯახი, ბავშვობის წლები
ევგენი ლეონოვი საშუალო შემოსავლის მქონე ერთ ტიპიურ მოსკოვურ ოჯახში, 1926 წლის 2 სექტემბერს დაიბადა. მათი ოჯახი, იმ ეპოქისდა შესაბამისად, ჩვეულებრივ კომუნალურ ბინაში ცხოვრობდა და ორ პატარა ოთახს ფლობდა.
ბინა ყოველთვის უამრავი ხალხით იყო სავსე, ყველგან, გასწვრივ და განივად, არამოსკოველი სტუმრებისათვის ნაირნაირი სახელდახელო საწოლები იყო გაშლილი. ლეონოვის დედა, ანა ილინიშნა, კეთილი და სტუმართმოყვარე ქალი გახლდათ და ათასგვარ შორეულ თუ ახლობელ ნათესავს ყოველთვის სიხარულით მასპინძლობდა და ეს უკანასკნელნიც ამ ორ პატარა ოთახში თავს ლაღად და მხიარულად გრძნობდნენ.
პატარა ჟენია ლეონოვის ბავშვობის წლები, როგორც იმ ეპოქის ბიჭუნას შეეფერებოდა, რა თქმა უნდა, მფრინავობაზე ოცნებას შეელია. მაშინ მთელი საბჭოეთი, დიდიან-პატარიანად, თავისი უშიშარი "შევარდნებით" - ჩკალოვით, ბაიდუკოვით და ბელიაკოვით - ამაყობდა, რომლებმაც არაერთი განსაცვიფრებელი გადაფრენა განახორციელეს. მფრინავობაზე ოცნებას, ასე ვთქვათ, შინაური მიზეზებიც გააჩნდა: ოჯახის უფროსი, პაველ ვასილიევიჩი, საავიაციო ქარხანაში ინჟინრად მუშაობდა და შვილებს, ჟენიას და კოლიას, ბევრ საინტერესოს უამბობდა თვითმფრინავების თუ სახელოვანი ავიაკონსტრუქტორების შესახებ. ასე რომ, ბიჭუნებიც "ასაფრენად" ემზადებოდნენ. (სხვათა შორის, ევგენის ძმა, ნიკოლაი ლეონოვი, დღემდე ავიაციაში მუშაობს).
ომის დაწყების პერიოდისათვის ევგენი ლეონოვს შვიდი კლასი ჰქონდა დამთავრებული (მის დახასიათებაში მასწავლებლებს ჩაუწერიათ - "ძალიან კეთილი და კარგი ბიჭია, მაგრამ მეტისმეტად ზანტიაო") და მან საავიაციო ქარხანაში ხარატის შეგირდად დაიწყო მუშაობა, რადგან ომის წლებში ლეონოვების მთელი ოჯახი ამ ქარხანაში მუშაობდა, ევგენი კი პარალელურად სერგო ორჯონიკიძის სახელობის საავიაციო ტექნიკუმშიც სწავლობდა.
ვერაფერს იტყვი! - ასეთი ბავშვობა და ცხოვრება სამსახიობო ხელოვნებისათვის ნამდვილად ვერავის მოამზადებდა, თუმცა, როგორც ლეონოვის ვაჟი ანდრეი იგონებს, მამას არაერთხელ გაუხსენებია ასეთი რამ:
"მეხუთე კლასიდან დრამატულ წრეში ვიყავი ჩაბმული, ჩვენ თავად ვთხზავდით ვოდევილებს და თავადვე ვასრულებდით როლებს. მე მაშინვე მიყვარდა ნაირგვარი გრიმასით მაყურებლის გაცინება, თუმცა შეიძლება ჩვენი აუდიტორია მხოლოდ იმიტომ იცინოდა, რომ მრგვალი და ბრიყვული სახე მქონდა... ვინ იცის?!"
ევგენი ლეონოვის სხვა ახლობლები ასეთ ფაქტებსაც იხსნებენ:
"ჟენიას ისეთი სიცილი ჰქონდა, რომ შეუძლებელი იყო მხიარულებაში არ აჰყოლოდი. ცირკში ხომ მის გვერდით ჯდომა ერთ რამედ ღირდა, რადგან კლოუნების გამოსვლისას იგი ისე იცინოდა, რომ ზოგჯერ მაყურებელი არენისაკენ მზერას თავს ანებებდა და ყველანი გადამდები სიცილით ახარხარებული ბიჭუნასკენ გაბრწყინებული თვალებით იმზირებოდნენ."
სხვათა შორის ასეთივე სიცილი ჰქონია ჟენიას დედასაც, რომელიც მთხრობელის განსაკუთრებული ნიჭითაც ყოფილა დაჯილდოებული. ხდებოდა ხოლმე - კომუნალურ ბინაში თავშეფარებულ უამრავ ხალხს შემოიკრებდა ეს ქალი და დაიწყებდა წარსულის ამბების თხრობას. ასეთ დროს ძნელი იყო სიცილისაგან თავი შეგეკავებინა და შინაურობაში მას "ჩვენს არტისტადაც" კი მოიხსენიებდნენ.
...ევგენი ლეონოვის არტისტული ფესვების ძიება შორს წაგვიყვანს, ამიტომ მის პირად ცხოვრებას მივუბრუნდეთ და ასე დავასკვნათ:
"მან თავად აღზარდა მსახიობი საკუთარ თავში".
პირველი სამსახიობო ნაბიჯები
ნათქვამია - "როცა ზარბაზნები გრუხუნებენ, მუზები სდუმანო", მაგრამ ევგენი ლეონოვში ჩაბუდებული "მუზა" დუმილს არ აპირებდა და თავის მფლობელს მოსვენებას არ აძლევდა. ამიტომაც, 1941 წლის შემოდგომის ერთ მოქუფრულ დღეს ჟენიამ ქარხანაში მისი კუთვნილი სამუშაო დროის 12 საათი ჩაასრულა, სათხილამურო დაბამბული შარვალი ამოიცვა, ყურები-ანი ქუდი ჩამოიფხატა და თეატრალური სტუდიის საძებნელად გავიდა საომრად გამზადებულ მოსკოვში. სტუდია კი იპოვა მან, მაგრამ ერთადერთი სანუგეშო, რაც მას იქ უთხრეს, იყო ის, რომ საშუალო განათლების მიღების გარეშე თეატრში მხოლოდ სცენის მუშად თუ შეძლებდა მუშაობას და, თუ ბედი გაუღიმებდა, სცენაზედაც გაუშვებდნენ უსიტყვო როლების შესასრულებლად.

დაუბრუნდა ჟენია ქარხანას და საავიაციო ტექნიკუმშიც განაგრძო სწავლა, ხანდახან იმასაც კი გაიოცნებებდა ხოლმე - ქარხნის დირექტორი გავხდებიო, მაგრამ რაღაც შეუცნობი შინაგანი ხმა გამუდმებით ჩასძახოდა - "არ არისო ეს შენი საქმე" - და ისიც განაგრძობდა მოყვარულ მსახიობთა დასში თამაშს, კონცერტებზეც გამოდიოდა სოლო ნომრებით, აუდიტორიას ჩეხოვის და ზოშჩენკოს მოთხრობებს უკითხვდა, არც თავის საყვარელი ბლოკის და ესენინის ლექსებს ივიწყებდა და მეგობართა წრეში "ჩვენი არტისტის" ტიტულითაც სარგებლობდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რასაც მისგან "მუზა" ითხოვდა.
ძალიან ცუდი!
ლეონოვის მთელ სანათესავოში ერთადერთი კაცი მოიძებნებოდა, ვისაც, ასე თუ ისე, შეხება ჰქონდა ხელოვნებასთან, ეს მისი ბიძია გახლდათ (დედის მხრიდან) - იგი ხელოვნების საქმეთა ერთ სარაიონო კომიტეტში რაღაც თანამდებობაზე მუშაობდა და სწორედ მასში ხედავდა იმედის ნაპერწკალს ჟენია. ერთ მშვენიერ დღეს ეს "ხელოვანი ბიძია" სტუმრად მივიდა მათთან და თანხმობა განაცხადა დისშვილის დეკლამაციისათვის ესმინა და ემზირა. ჟენიამ დიდი პათოსით დაიწყო
"Я волком бы выгрыз бюрократизм"
...და ერთი წუთის შემდეგ მსმენელი აუდიტორიის ნახევარზე მეტი ისე ხარხარებდა, რომ ლამისაა სკამიდან გადმოცვენილიყვნენ, მაგრამ ჟენიამ მაინც ვაჟკაცურად ჩაათავა მაიკოვსკის "საბჭოთა პასპორტის ლექსი" და ასეთი განაჩენი მოისმინა მთავარი ექსპერტისაგან (ეს ის ბიძია გახლდათ, რომელიც სიცილისაგნ თვალზე მომდგარ ცრემლს კოსტუმის სახელოთი იწმენდდა):
"ძალიან ცუდი, ძალიან! კულტურა გაკლია შენ... წადი, თეატრებში იარე და განათლება მიიღე!..."
* * *
ჟენიას МХАТ-ი უყვარდა ძალიან, იჯდა კიბის საფეხურებზე, ტიროდა მსახიობებთან ერთად და თრთოდა კაჩალოვის, ტარხანოვის, ტარასოვას და მათი მსგავსების სახელების ხსენებაზე.
1943 წელს ლეონოვმა გაიგო, რომ მოსკოვის თეატრალურმა სტუდიამ მიღება გამოაცხადა და გადაწყვიტა, ერთხელაც ეცადა ბედი. რის ვაივაგლახით დაითანხმა თავისი ძმა, რომ ერთი დღით მისთვის პიჯაკი ეთხოვებინა და მიმღები კომისიის წინაშე ზოშჩენკოს ერთი მოთხრობით წარდგა, რომელსაც საავიაციო ტექნიკუმის აუდიტორია ტაშის გრიალით და "ვაშას" ძახილით უსმენდა, მაგრამ თეატრალებმა ეს მონოლოგი სამარისებური სიჩუმით აღიქვეს... რეაქციის ნასახიც არ ეტყობოდათ სახეზე. ამას თავაზიანი კითხვა მოჰყვა:
" - კიდევ იცით რამე?"
" - ვიცი... ჩეხოვი!... მაგრამ ეს, ალბათ, უარესი იქნება..."
მისდა გასაოცრად, სწორედ ამ რეპლიკამ გააცინა კომისია. ჩეხოვის შემდეგ ბლოკის ლექსი წაიკითხა:
“Я сидел у окна в переполненном зале.
Где-то пели смычки о любви”
Где-то пели смычки о любви”
და აუდიტორიას გადაავიწყდა მისი ჩამოჩაჩული პიჯაკი, აპრეხილცხვირიანი სახე, "კულტურის ნაკლებობა" და ევგენი ლეონოვი სტუდიაში ჩარიცხეს (საავიაციო ტექნიკუმში სწავლა, რა თქმა უნდა მიატოვა).
ასე დაიწყო თეატრალური სწავლა-განათლების მიღება ჭაბუკმა ევგენი ლეონოვმა, რომელიც დილის რვიდან საღამოს პირველ საათამდე სტუდიაში ატარებდა დროს და სწავლობდა ყველაფერს, რის აღქმაც მის თვალსა და ყურს შეეძლო. ერთხელ სასცენო მეტყველების მასწავლებელმა ასეთი დავალება მისცა მას: შენი თანაჯგუფელები (40-მდე ყმაწვილი) იხმაურებენ, შენ კი ამასობაში ადი სცენაზე და შეეცადე მათი ყურადღება მიიპყროო. უნდა ითქვას, რომ ბუნებით მორიდებულ ლეონოვს მისი კოლეგები ყოველთვის ჩაგრავდნენ, ეს მორიდებულობა მუდმივ პრობლემად იყო ქცეული მის ცხოვრებაში, ამიტომაც მასწავლებლის ხსენებული დავალების შესრულება წარმოუდგენლად მიიჩნია, მაგრამ მაინც ავიდა სცენაზე და ბლოკის ლექსის კითხვა დაიწყო. კოლეგები ერთხანს ხმაურობდნენ (ისინიც ასრულებდნენ დავალებას), მაგრამ უნებურად მათ შორის თანდათან სიჩუმე ისადგურებდა და დადგა მომენტი, როცა ყველა სულგანაბული უსმენდა... სიამაყით ავსებულმა ჟენიამ გაიფიქრა - მგონი, დადგებაო ჩემგან მსახიობი!
თეატრალური კარიერა
1948 წელს, სტუდიის დამთავრების შემდეგ ევგენი ლეონოვი სტანისლავსკის სახელობის თეატრის დასში ჩარიცხეს. იმხანად ძალზედ ცოტა სპექტაკლებს დგამდნენ, ფილმებს უფრო ნაკლებს იღებდნენ, ასე რომ ახალბედა მსახიობს ყურადღებას არავინ აქცევდა და თუ მოუხდებოდა სცენაზე გამოსვლა, "საჭმელი მზად არის" ან ამის მსგავს რამე სხვა ფრაზას თუ ათქმევინებდნენ, ეს იყო და ეს. ერთ მშვენიერ დღეს თეატრში ახლად მოსულმა დირექტრისამ შტატების შემცირება გადაწყვიტა და პირველი ირიბი მზერა ლეონოვისკენ ტყორცნა; ამ ქალის თვალები თითქოს ასეთ კითხვას სვამდნენ - ხარ შენ ღირსი იმისა, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ თვეში 650 მანეთი (ბრეჟნევის დროინდელი 65 მანეთი) გიხადოს?! ასეთ მზერას შედეგი ყოველთვის სავალალო მოსდევდა, მაგრამ საბედნიეროდ ადმინისტრაციის შეცვლასთან ერთად თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელობაც შეიცვლა და ახლად მისულმა ცნობილმა მსახიობმა და რეჟისორმა, მიხაილ იანშინმა, ლეონოვის მფარველობა თავად იკისრა და იგი თეატრში დატოვა.
იანშინმა ლეონოვი ბულგაკოვის ცნობილ პიესაში ("Äíè Òóðáèíûõ") საკუთარ დუბლიორადაც კი დანიშნა. ამ როლმა პირველი დიდი წარმატება მოუტანა ლეონოვს. როლზე მუშაობისას მას ბულგაკოვის ქვრივის გაცნობაც მოუხდა, სტუმრადაც მივიდა მასთან და იქ თავად ანა ახმატოვას შეხვდა.
ახმატოვასთან შეხვედრისას ჩაის სმა გაუმართავს მასპინძელ ქალბატონს და ლეონოვს იმდენი მოუხერხებია, რომ ცხელი ჩაით სავსე ჭიქა კაბაზე გადაუღვრია ცნობილი პოეტესასთვის, რაზედაც მხოლოდ შემწყნარებლური ღიმილით უპასუხია ახმატოვას. ასეთი ღიმილით გათამამებულ ლეონოვს კი ანა ანდრეევნასთვის სერიოზული სახით უკითხავს:
- მოგწონთ ბლოკის ლექსები? - რასაც პოეტესას მორიგი შემწყნარებლური ღიმილი და ბულგაკოვის ქვრივის ირონიული გამოხედვა მოჰყვა...
იმ საღამოს შემდეგ ევგენი ლეონოვს დიდხანს აწუხებდა უპასუხოდ დარჩენილი კითხვა და ქალბატონების ორაზროვანი ღიმილი. მოგვიანებით კი ერთმა მეგობარმა განუმარტა:
" - ახმატოვას და ბლოკს ერთმანეთი უყვარდათ, კრეტინო!"
" - მართლა?!"
კინოკარიერის მინიშნება
კინოში მოხვედრაზე ლეონოვი, რა თქმა უნდა, არც კი ოცნებობდა. ლაპარაკია მთავარ როლებზე, თორემ სადღაც მასაში გაელვება და 2-3 წამით ეკრანზე გამოჩენა სათვალვში არ შედიოდა. მაგრამ ერთხელ რეჟისორმა ვლადიმირ ფედინმა ევგენის სასინჯ გადაღებაში მონაწილეობა შესთავაზა ("Äîíñêàÿ ïîâåñòü"), რაც მსახიობმა მის მორიგ გამასხრებად აღიქვა. "ლენფილმის" მთელი შემოქმედებითი კოლექტივი კი წინა აღუდგა რეჟისორის ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფედინმა თავისი გაიტანა და ლეონოვი როლზე დანიშნა. შედეგად გაირკვა, რომ უიღბლო კომიკოსად შერაცხულ ლეონოვს დიდი ტრაგიკული ნიჭიც ჰქონია!
საოჯახო ჩანართი
1957 წლის გაზაფხულზე სტანისლავსკის სახელობის თეატრი სვერდლოვსკში გაემგზავრა გასტროლებზე. პირველი სპექტაკლის შემდეგ ახალგაზრდა მსახიობთა ჯგუფი ქალაქში გავიდა სასეირნოდ და იმ საღამოს მოხდა ის, რაც 30 წელს გადაცილებული ლეონოვისთვის მეტად დროული და აუცილებელი "ღონისძიება" გახლდათ. ქალაქში სეირნობისას დედაქალაქელ მსახიობებს პროვინციელი გოგონები გაეარშიყნენ, მათ შორის კი იყო ერთი, რომელსაც მეტად პოეტური სახელი ჰქონდა - ვანდა. ალბათ, ბედისწერა თუ იყო ამ ქალიშვილთან დაახლოება, თორემ ბუნებით მორცხვ და მორიდებულ ჟენიას ვერც-კი წარმოედგინა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელთან პირად საკითხზე საუბრის წამოჭრა. ასე იყო თუ ისე, ჟენიამ გაბედა და მშვენიერი სახელის მქონე გოგონა სპექტაკლზე დაპატიჟა.
სვერდლოვსკში გატარებული შემდეგი დღეები კი საღამოსეულ ქალაქში სეირნობით და პოეზიაზე საუბრით გაგრძელდა. ლეონოვი თავის საბედოს, რა თქმა უნდა, მისთვის ესოდენ საყვარელი ბლოკის ლექსებს უკითხავდა, ისიც კი დაიტრაბახა - მის სატრფოს პირადად ვიცნობო (თუმცა ჩაის გადასხმაზე კრინტიც არ დაუძრავს). რა გასაკვირია, თუ პროვინციელი ქალიშვილის გული ადვილად მოსანადირებელი შეიქნა დედაქალაქელი არტისტისათვის, მით უმეტეს, რომ ეს ყმაწვილი თავად ანა ახმატოვას იცნობდა პირადად...
თეატრი მოსკოვში დაბრუნდა და ვანდა ერთ მშვენიერ დღეს, უფრო სწორად საღამოს, სპექტაკლის დასრულების შემდეგ ჟენიას გაბრწყინებული სახით გამოეცხადა. სვერდლოვსკელი ქალიშვილი შემდეგ კიდევ რამოდენიმეჯერ ესტუმრა ლეონოვს მოსკოვში და, მიუხედავად მისი (ვანდას) მშობლების წინააღმდეგობისა ("როგორ შეიძლება ასეთი არასერიოზული პროფესიის მქონე კაცთან ოჯახი შექმნაო?!"), ვანდამ თავისი მტკიცე, შეიძლება ითქვას ჯიუტი, ხასიათი გამოავლინა, მიატოვა სწავლა სვერდლოვსკის მუსიკალურ-პედაგოგიურ ინსტიტუტში და მოსკოვში გადაბარგდა.
1957 წლის 16 ნოემბერს ვანდა სტოილოვამ და ევგენი ლეონოვმა ჯვარი დაიწერეს. 1959 წლის 15 მაისს მათ შეეძნათ ვაჟი - ანდრეი. მანამდე ერთი კვირით ადრე კი ევგენი ლეონოვს რსფსრ-ს დამსახურებული არტისტის წოდება მიანიჭეს.
ნამდვილი კინოკარიერა
1959 წელი საერთო ჯამში ყველაზე იღბლიანი და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა ევგენი ლეონოვის ცხოვრებაში. ზემოთხსენებული ორი ღირსშენანიშნავი მოვლენის გარდა, სწორედ ამ წელს დაიწყო გადაღება იმ ფილმისა, რომელმაც ფანტასტიური წარმატება და პოპულარობა მოუხვეჭა მსახიობს; ლაპარაკია შულეიკინის როლზე კინოკომედიაში - "ზოლიანი რეისი".
(ფრაგმენტი ევგენი ლეონოვის ვაჟის, ანდრეის, ინტერვიუდან)
"მე რომ დავიბადე, მამაჩემი ლენინგრადში იყო, "ზოლიანი რეისის" გადაღებაზე. იმ სცენის გადაღებისას, როცა იგი აბაზანიდან გიჟივით წამოხტება და შიშველი დარბის, მისთვის დეპეშა მიუტანიათ, საიდანაც შვილის შეძენის ამბავი გაუგია. მამას ისე გახარებია, რომ ვეფხვებისაკენ გაწეულა საკოცნელად, მათ (ვეფხვებს) კი უფიქრიათ - გიჟია და როგორ შევჭამოთო!
ამ ფილმმა ისეთი პოპულარობა მოუტანა მამას, რომ მისი თავი რეჟისორებმა ჩვენ დიდი ხნით გამოგვტაცეს. იგი სულ გადაღებებზე იყო და სახლში იშვიათად ვნახულობდით.
მამაჩემი ხშირად იმეორებდა ასეთ ფრაზას: "საინტერესო დრამა უღიმღამო კომედიას მირჩევნია, მაგრამ კარგ კომედიაში მონაწილეობას არაფერი სჯობს". მას უყვარდა მაყურებლის გამხიარულება, თავად კი ცხოვრებაში სიტყვაძუნწი და გულჩათხრობილი გახლდათ.
* * *
შესაძლოა, სწორედ ეს გულჩათხრობილობა და სერიოზულობა გახდა იმის მიზეზი, რომ ლეონოვს ვამპილოვის ცნობილ დრამაში - "უფროსი ვაჟი" - სარაფანოვის როლი შესთავაზეს. მან ამ როლს ბრწყინვალედ გაართვა თავი და ერთხელ კიდევ დაამტკიცა, რომ შესაშური ტრაგიკული ნიჭიც ბუდობდა მის არსებაში.
მანამდე კი იყო როლი (უფრო სწორად როლები), რომელიც, შეიძლება ითქვას, ყველაზე მეტად შეიყვარა და დაამახსოვრდა მაყურებელს. საქმე ეხება გია დანელიას სცენარის მიხედვით გადაღებულ ფილმს "იღბლიანი ჯენტლმენები" (ფილმი რეჟისორმა ალექსანდრე სერიმ გადაიღო), სადაც ლეონოვმა გარდასახვის ბრწყინვალე ნიჭი გამოამჟღავნა და ორი განსხვავებული ხასიათის პერსონაჟის სახეები შექმნა.
საერთოდ კი უნდა ითქვას, რომ ევგენი ლეონოვი გია დანელიას საყვარელი მსახიობი გახლდათ და მათი თანამშრომლობა სწორედ ის ბედნიერი შემთხვევაა, როცა მსახიობი რეჟისორისთვის ერთგვარ თილისმად იქცევა ხოლმე. ევგენი ლეონოვის შემოქმედებითი ბიოგრაფიის ბევრი წარმატება სწორედ გია დანელიას ფილმებს უკავშირდება, თუმცა მის ფილმებში მსახიობი ძირითადად სახასიათო, ეპიზოდურ როლებს ასრულებდა ("არ დაიდარდო", "აფონია", "ქინ-ძა-ძა", "მთლად წყალწაღებული", "შემოდგომის მარათონი", "მიმინო", "პასპორტი" და ა.შ.), მაგრამ ყოველ როლში იმდენად ორგანული და თავისთავადია მსახიობი, რომ რწმუნდები - სხვა, მის გარდა, ამ როლებს ნამდვილად ვერ განასახიერებდა, ასე ვთქვათ, "ვერ ჩაჯდებოდა" ხასიათში.
არც სხვა რეჟისორებისათვის იყო ლეონოვის ფენომენი უცხო და მათ შორის უთუოდ საბჭოთა კინოს მეორე დიდი რეჟისორი ელდარ რიაზანოვი უნდა დავასახელოთ. მართალია, რიაზანოვის ფილმებში არცთუ ხშირად ჩანდა ლეონოვი, მაგრამ ერთმა ფილმა ყველაფერი აანაზღაურა, როცა რეჟისორმა მას მთავარი როლის განასახიერება დაავალა ფილმში "საბრალო ჰუსარზე თქვით რამე". ეს ფილმი, როგორც რიაზანოვის სხვა ფილმებს სჩვეოდა, ახალი, 1981 წლის წინა საღამოს გავიდა პირველად ეთერში და, შეიძლება ითქვას, მაყურებელი მას, როგორც რეჟისორის მორიგ გამარჯვებას ელოდა. ასეც მოხდა, ფილმი, როგორც რიაზანოვს ხელეწიფება, მეტად ალეგორიული და პაროდიული აღმოჩნდა, მაგრამ მაყურებელი მაინც უკმაყოფილო დარჩა.
რატომ?!
ფილმის ჩვენების შემდეგ ცენტრალურ ტელევიზიაში ერთმა ლენინგრადელმა მაყურებელმა დარეკა და საყვედური გამოთქვა, რადგან მას თურმე ამ ფილმის ჩვენებით საახალწლო განწყობა ჩაუმწარეს...
რატომ?!
საქმე იმაშია, რომ ამ ფილმში არის სცენა, სადაც ლეონოვის გმირს, მოხეტიალე, პროვინციელ მსახიობს ბუბენცოვს კლავენ... უფრო სწორად ცდილობენ მის მოკვლას... და სწორედ ამან შეიტანა ტკივილიანი ნოტები მავანი ლენინგრადელი მაყურებლის წინასადღესასწაულო ხასიათში - "როგორ შეიძლება ჩვენი საყვარელი მსახიობისაკენ მომაკვდინებელი იარაღის მოღერება იმედით სავსე ღამეს გვენახაო" - უთქვამს იმ მაყურებელს და ეს, ალბათ, მრავალმილიონიანი საბჭოთა ტელემაყურებლის საერთო აზრი გახლდათ.
მაყურებლის დიდი სიყვარული ევგენი ლეონოვისადმი ერთ ასეთ ფაქტშიც დასტურდება:
ყველას ახსოვს 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიური თამაშების თილისმა - დათვი, რომელმაც მართლაც დიდი სიმპათიები დაიმსახურა... ჩვენთვის ბოლო დრომდე უცნობი იყო, რომ ეს დათვი მხატვარს ევგენი ლეონოვის პროტოტიპად შეუქმნია.
აქ, ალბათ, კომენატრი ზედმეტია!
აქ, ალბათ, კომენატრი ზედმეტია!
ცხოვრებისეული პერიპეტიები
დიახ, ევგენი ლეონოვი საბჭოთა მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მსახიობი იყო, რასაც ვერ ვიტყვით მის კოლეგებზე, რომლებიც მთელი ცხოვრების მანძილზე მოსვენებას არ აძლევდნენ ბუნებით დამთმობ და გულჩათხრობილ კაცს.
ევგენი ლეონოვს ორჯერ მოუხდა თეატრიდან თეატრში გადასვლა. ჯერ კიდევ კარიერის დასაწყისში, როგორც ზემოთ ითქვა სტანისლავსკის თეატრის ერთმა ახალმა დირექტირისამ (რომელსაც ადრე პროკურორად თუ მოსამართლედ უმუშავია) ლამის თეატრიდან გაისტუმრა ახალგაზრდა ლეონოვი და, რომ არა მიხაილ იანშინი, ვინ იცის, დარჩებოდა კი იგი ხელოვნებაში?! შემდეგ, სამოციან წლებში ამავე თეატრის მსახიობთა ერთი ჯგუფი აშკარა დემარშით გამოვიდა ლეონოვის წინააღმდეგ, თუმცა გაურკვეველია - რას ერჩოდნენ კაცს, რომელიც არც როლებში ედავებოდა მათ და არც შიდათეატრალურ ინტრიგებში მონაწილეობდა, თავად კი მზად იყო უანგაროდ და უშურველად დახმარებოდა კოლეგას. ცნობილია ასეთი ფაქტი:
დასის ერთ-ერთ შეკრებაზე დადგა საკითხი ევგენი ურბანსკის თეატრიდან გაძევების თაობაზე (ეს მსახიობი მთავარ როლს ასრულებს ფილმში "კომუნისტი"). კოლეგის დასაცავად კრინტი არავის დაუძრავს, გარდა ლეონოვისა, რომელიც დიდხანს და მოთმინებით ცდილობდა ურბანსკის გამართლებას, მაგრამ როცა ვერაფერს გახდა, გაიხადა პიჯაკი, დააგდო სცენაზე და ყვირილით დაიწყო ფეხების ბაკუნი და, თქვენ წარმოიდგინეთ, შეძლო მეგობრის გადარჩენა, საკუთარ თავს კი ვერაფერი უშველა... "კოლეგებმა" დასის ერთ-ერთ შეკრებაზე კენჭისყრა მოაწყეს ლეონოვის დარჩენა-არდარჩენის თაობაზე და 1968 წელს, 21 წლის სამსახურეობრივ სტაჟის მქონე მსახიობი თეატრიდან გაისტუმრეს. იმავე წელს ლეონოვი მაიაკოვსკის სახელობის თეატრში გადავიდა...
1972 წელს ლეონოვს რსფსრ-ს სახალხო არტისტის წოდება მიანიჭეს, იმავე წელს საბჭოთა მაყურებელმა ლეონოვის მონაწილეობით ნახა ერთი იმ იშვიათი რეკლამათაგანი, რასაც კომპარტია გართობის მიზნით თუ სთავაზობდა საკუთარ ხალხს, მსახიობისთვის კი უზარმაზარი პატივი იყო (მასში ლეონოვი თევზს უწევდა რეკლამას) და კვლავ "აღევსოთ მოთმინების ფიალა" კოლეგებს! კვლავ ინტრიგების ხლართვა დაიწყეს და შედეგად ლეონოვი, 1973 წელს მოსკოვის ლენინური კომკავშირის სახელობის (Ëåíêîì-ის) თეატრში მოხვდა, რომელსაც სათავეში მარკ ზახაროვი ედგა, თუმცა ეს უკანასკნელი ნაბიჯი სწორედ ამ ანდაზის გამართლებაა - "ზოგი ჭირი მარგებელია". ევგენი ლეონოვმა, როგორც იქნა, იპოვა თავისი ადგილიც, თეატრიც და რეჟისორიც.
იგონებს მარკ ზახაროვი
"ლეონოვი ჯერ კიდევ მაშინ გავიცანი, როცა მე პერმის თეატრის მსახიობი ვიყავი და ლეონოვი გასტროლებზე ჩამოვიდა ჩვენთან. 1974 წლიდან კი "ლენკომი"-ის თეატრში ოცი წლის განმავლობაში ერთად ვმუშაობდით.
ლეონოვი საკუთარ თავში ჩაკეტილი კაცი იყო, რომელიც ცხოვრების ამაობას საკუთარ სულს უმალავდა. მასთან მუშაობა დიდი ბედნიერება იყო ჩემთვის, თუმცა კი ზეიმურობას და ბრწყინვალებას მოკლებული. მახსოვს, ერთ პერიოდში ვახტანგოვისეულმა "ფანტასტიურმა რეალიზმმა" გამიტაცა და ვცდილობდი მსახიობებისთვის გადამეცა ჩემი განწყობა, მაგრამ ლეონოვს ვერაფრით გავაგებინე ამ ცნების არსი; იგი ვერ ეგუებოდა აზრს მოკლებული სიტყვების მოძალებას, თუმცა კი ცდილობდა ყველაფრის გაგებას და გააზრებას. ერთხელ, ერთ სცენაზე მუშაობისას, როცა რამოდენიმეჯერ მომიხდა "ფანტასტიური რეალიზმის" ხსენება, უცებ სცენაზე დეკორაცია ჩამონგრა... ყველანი გაშეშდნენ, ბოლოს დუმილი ლეონოვმა დაარღვია და სრულიად სერიოზული სახით მითხრა:
- ახლა გავიგე, მარკუშა!
- რა გაიგე?!
- გავიგე, რა არის "ფანტასტიური რეალიზმი".
...მას შემდეგ ამ ცნებას შეძლებისდაგვარად ვერიდებოდი".
* * *
1976 წელს ევგენი ლეონოვს სახელმწიფო პრემია მიენიჭა როლისათვის ფილმში "პრემია".
1978 წელს ევგენი ლეონოვი საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი გახდა.
* * *
ალბათ, ძნელია მეორე ისეთი შემთხვევის გახსენება, როცა მულტიპლიკაციური გმირის გახმოვანებით მსახიობი არანაკლებ პოპულარობას იხვეჭს, ვიდრე სცენიური ან ეკრანული როლის განსახიერებით. სწორედ ასე მოხდა ინგლისელი მწერლის, ალენ მილნის საბავშო წიგნის - "ვინი-პუჰის" - ეკრანიზირებისას და დღეს უკვე ძნელია იმის დაჯერება, რომ სათამაშო დათვის მულტიპლიკაციური სახე სპეციალურად ევგენი ლეონოვისთვის არ შეიქმნა. "ვინი-პუჰმა" ლეონოვს ყველაზე ერთგული და დამჯერი მაყურებლის სიმპათიებიც მოუპოვა, ესენი, რა თქმა უნდა, ბავშვები იყვნენ, რომელთათვისაც ლეონოვთან შეხვედრა ბავშვობის ყველაზე ლამაზი ოცნების ახდენას უტოლდებოდა. ალბათ, არ არის საჭირო იმის მტკიცება, რომ ლეონოვსაც უყვარდა ბავშვები, ეს თავისთავად იგულისხმება...
ლეონოვის ვაჟის მოგონებიდან
"ჩვენს სახლში ერთადერთი ზრდასრული ადამიანი ცხოვრობდა, ეს დედაჩემი იყო, რომელიც ჩვენი ოჯახის ცხოვრებას წარმართავდა. მამას, თუ მოსკოვში იყო, მხოლოდ პროდუქტის მოტანა და საჭმლის მომზადება ევალებოდა. ერთ დღეს, მან ჩვეულებრივზე მეტი საჭმელი მოზიდა სახლში და ჩეული ენთუზიაზმით შეუდგა მზარეულობას. დედამ, მიუხედავად მამაჩემის მადის ცოდნისა, გაკვირვებულმა ჰკითხა - "ვინ შეჭამსო ამდენს?!"
- "ჩვენ შევჭამთ.... თუ ვერ შევჭამთ, სტუმრებს მოვიყვანთ და მაინც შევჭამთ" - უპასუხა მამამ.
მშვენიერი სადილისათვის მზადება უცებ ტელეფონის ზარმა შეწყვიტა - ჩემს მშობლებს სკოლიდან დაურეკეს და ჩემი უმსგავსოებანი ამცნეს. ასეთ შემთხვევებში "საჭირო ზომებს" დედა მიმართავდა ხოლმე, მაგრამ იმ დღეს ჩემი დასჯა მან რატომღაც მამას დაავალა.
მამამ მიყვირა, შემდეგ დამემუქრა - ტყეში წაგიყვანო - და სადილისთვის მზადება განაგრძო.
" - ჰოდა, წაიყვანე" - ბრძანა დედამ.
... ორიოდე წუთის შემდეგ მე და მამაჩემი კიბეზე ვეშვებოდით - ტყეში უნდა წავსულიყავით. პირველ სართულს რომ გავუთანაბრდით, მამა შედგა, შევხედე და ფერი ჰქონდა შეცვლილი.
" - მაპატიე, ანდრიუშა, ტყეში ვერ წაგიყვან"
" - რატომ, მამა?"
" - მუხლები მიკანკალებს" - თქვა და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
დიდხანს ვიჯექით ასე, უხმოდ!"
* * *
თეატრალური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ლეონოვის ვაჟმა საბჭოთა არმიაში სამსახური გადაწყვიტა, რამაც ლამის შოკში ჩააგდო მამა, რადგან ორი წლით შვილთან განშორება მას ვერ წარმოედგინა. მეორე "შოკი" კი ის იყო, რომ ჯარიდან დაბრუნების შემდეგ ანდრეიმ სახლში ერთი არარუსული გარეგნობის გოგონა მიიყვანა და განაცხადა
- "იცნობდეთ, ამ გოგონას ალეხანდრა ჰქვია, ის დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს!".
ალეხანდრა ჩილელი სტუდენტი აღმოჩნდა. უცხოელ ქალზე ქორწინება იმხანად სამშობლოს ღალატის ტოლფასი იყო და ლეონოვი ამ ფაქტმა ძალზედ დააფრთხო, მაგრამ მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ლეონოვების ოჯახს ცუდი არაფერი შემთხვევია. პრობლემა მხოლოდ ის იყო, რომ მამამთილმა რძლის სახელი - ალეხანდრა მარია კუევოს სიტი - ვერაფრით ვერ დაიმახსოვრა და ერთხელ მორცხვად უთხრა:
"შეიძლება, საშა დაგიძახო?"
ღმერთთან სტუმრობა
ღმერთთან სტუმრობა
1988 წელს მოხდა ის საბედისწერო შემთხვევა, რამაც უკუღმა დაატრიალა ლეონოვები ოჯახის ბედი.
იმხანად მათ ოჯახში უკვე შვილიშვილი იზრდებოდა, ბაბუას სიგიჟემდე უყვარდა ბიჭუნა და ყველანაირად ცდილობდა, ხანგრძლივად აღარ მოშორებოდა სახლს, თუმცა აღარც ჯანმრთელობა უვარგოდა.
იმ წელს "ლენკომი" გერმანიაში საგასტროლოდ გაემგზავრა. ტურნე ჰამბურგში დაიწყეს.
თავად ევგენი ლეონოვის მოგონებიდან:
"1988 წლის 3 ივნისს ჰამბურგის თეატრის სცენაზე მე უცებ დავვარდი და... მოვკვდი. ევგენი ჩაზოვმა (სსრკ-ს ჯანმრთელობის მინისტრმა) მოგვიანებით მითხრა - კარგია, რომ იქ დავარდი, ჩვენთან ვერავინ გადაგარჩენდაო. ოცდარვა დღის განმავლობაში გონზე არ მოვსულვარ. გამოიძახეს ჩემი მეუღლე, მაგრამ მას ოვირი არ უშვებდა, ეუბნებოდნენ - უბრალო გრიპი სჭირსო. იმ დროს ჩემი შვილიც გასტროლებზე იყო გერმანიაში. მას სპექტაკლები მიუნჰენში ჰქონდა, მაგრამ იგი ჩემს გვერდით დარჩა. გერმანელმა ქირურგმა ჩემ ცოლ-შვილს უბრძანა, დაევიწყებინათ ოხვრა და კვნესა და ემღერათ ჩემთვის. ექიმის თეორიის თანახმად, ლაპარაკს მე ვერ გავიგებდი, რადგან უკვე სადღაც შორს, ცაში ვიყავი, სიმღერა კი დამეწეოდა.
მას ჩემზე უთქვამს:
"როგორმე უნდა მიაწვდინოთ ხმა და გააგებინოთ, რომ დედამიწაზე მას ელოდებიანო".
ანდრეი სიმღერით მიყვებოდა მოსკოვის ამბებს, მეუბნებოდა, რომ მე ებრაელთა მეფე ლირის - მერძევე ტევიეს როლი მელოდებოდა, მე კი მაშინ, კაცმა არ იცის, სად დავბორიალობდი, რადგან ჩემს ნაცვლად რაღაც მანქანები სუნთქავდნენ. გადარჩენის შანსი იყო ერთი ათასთან და გადავრჩი...
სულ ეს არის!"
* * *
გადარჩენის შემდეგ ჰამბურგის კლინიკა აივსო მაყურებელთა წერილებით, სადაც ერთი მთავარი აზრი გამოჭვიოდა:
"ღმერთმა შეისმინა ჩვენი თხოვნა და ხალხთან დაგაბრუნა".
* * *
იმ დღიდან ოთხი თვის გასვლის შემდეგ ლეონოვი უკვე მერძევე ტევიეს როლის რეპეტიციებს გადიოდა დრამატურგ გორინთან ერთად. გორინი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ ლეონოვს ებრაელი პერსონაჟი განასახიერებინა.
- ევგენი პავლოვიჩ, აბა წარმოიდგინეთ თქვენი თავი წვერით?! - ეუბნებოდა გორინი.
- უწვეროდ არ შეიძლება?
- იქ სიმღერაცაა საჭირო... იმღერებთ?
- არ ვიმღერებ!
- რა ვქნათ?
- ახალი პიესა დავწეროთ, დასაწყისი უკვე მოფიქრებული მაქვს..
ეს იყო მიზნის მიღწევის ტიპიურად ლეონოვისეული მანერა - რბილად, მშვიდად, მაგრამ ისეთი ღიმილით, რომ უარს ვერ ეტყოდი.
* * *
მერძევე ტევიეს როლი უკანასკნელი აღმოჩნდა ევგენი ლეონოვისთვის.
* * *
1994 წლის 29 მარტს მან შედარებით გვიან გაიღვიძა, რადგან იმ საღამოს სექტაკლი ჰქონდა და უნდოდა დასვენებული სახე ჰქონოდა. შემდეგ ცოლ-შვილი ბაზარში გაისტუმრა (თავად ვეღარ დადიოდა) და სთხოვა, რამე გემრიელი ეყიდათ საღამოსთვის. ბაზრის შემდეგ შვილი თეატრში წავიდა და მამას შეპირდა - საღამოს გამოგივლი და სპექტაკლზე წაგიყვანო.
საღამოს ლეონოვი რაღაც მოწყენილი ჩანდა, უხმოდ იჯდა და ბუზღუნებდა. როლისთვის ემზადებაო - იფიქრეს ახლობლებმა, მაგრამ ტანსაცმელი რომ მოითხოვა და ფეხზე რომ წამოდგა, უცებ მოცელილივით დაეცა...
ამჯერად მას ვეღარავინ უშველა.
იმ საღამოს "ლენკომის" სცენაზე ალექსანდრე აბდულოვი გამოვიდა და გამოაცხადა:
"სპექტაკლი არ შედგება, ევგენი ლეონოვი გარდაიცვალა!"
არცერთ მაყურებელს ბილეთი არ ჩაუბარებია სალაროში, ისინი გვიან ღამემდე, სანთლებით ხელში, თეატრის შესასვლელთან მდუმარედ იდგნენ.
ფრაგმენტები შვილისადმი მიწერილი წერილებიდან
."..ლენინგრადში დიდხანს მომიწევს დარჩენა, ამიტომ ყოველ საღამოს მოგწერ წერილს.
მე ჯერ სიკვდილს არ ვაპირებ, ორმოცდაათისაც არა ვარ. ისევ ვმუშაობ, ესე იგი ისევ ვეცემი ძირს და ისევ ვდგები ფეხზე, ვუშვებ შეცდომებს და ძლიერ განვიცდი ამას, როგორც ყოველთვის ხდებოდა ჩემს ცხოვრებაში... ახლა მიჩნდება სურვილი შენ და შენს ამხანაგებს და არა მხოლოდ მათ, ვინც ხელოვნებითაა დაკავებული, გიამბოთ, თუ როგორ ვეშვებოდი დაბლა და როგორი ბედნიერი ვიყავი, როცა ხსნას ვნახულობდი... ვის ვხვდებოდი, ვის ვკარგავდი ან ვიძენდი....
შეიძლება შენ ჩემი ცხოვრება მხოლოდ აღმასვლად მოგეჩვენოს. შორიდან ბევრს ჰგონია, რომ იღბლიანი კაცი ვარ, რომ მხოლოდ წარმატება მდევდა თან, მაგრამ ეს ასე არ არის. ახლა ხშირად ვუმართავ საკუთარ თავს "სანიტარულ დღეებს" (ეს სახელი მე მოვიგონე). ერთი ან ორი დღით ვივიწყებ ყველაფერს და ვფიქრობ - ვინ ვარ და რა გავაკეთე. მატარებელში ზოგი წიგნს კითხულობს, ზოგი თამაშობს, მე კი გავყოფ ხოლმე თავს ფანჯარაში და ვფიქრობ.... ვფიქრობ... ხშირად მგონია, რომ არასწორად წარიმართა ჩემი ცხოვრება...
1974 წელი
* * *
"ხელოვნებაში ყველაზე დამღუპველი თვითკმაყოფილებაა!
მე იმდენად მივეჩვიე ეჭვს, ძიებას, ექსპერიმენტებს, რომ შემოქმედებითი სიხარული სწორედ მათში ვიპოვე, რადგან ყველაფერი ეს თურმე აუცილებელია ჩემნაირი კაცისთვის."
1975 წელი
* * *
"ამბობენ - ბავშვებს ცხოვრების ნდობა უნდა ჩაუნერგოო. მე კი ეს კითხვა მებადება - ნუთუ ბოროტებასთან შესახვედრადაც უნდა მოვამზადოთ ისინი? არ ვიცი! თუ ადამიანი ცუდად მომეპყრო, მას ჩემი ცხოვრებიდან ამოვრიცხავ. შეიძლება მას მივესალმო და გავესაუბრო კიდეც, მაგრამ, როგორც ადამიანი, ის ჩემთვის აღარ იარსებებს. მე მგონია, რომ სიკეთე ბევრად ადვილი მოსამოქმედებელია, ვიდრე სიავე. იცი, რა სიამოვნებას განვიცდი, როცა ვინმე კეთილი თვალებით მიყურებს! ამ დროს თითქოს რაღაც ახალი იბადებაო ჩემში და სურვილი მიჩნდება, რომ იმ კეთილ ადამიანს ასჯერ მეტი სიკეთე დავუბრუნო.
ცხოვრებისადმი ნდობა სხვა არაფერია, თუ არა უნარი საკუთარ თავში ბოროტების ჩაკვლისა, არადა, ირგვლივ რამდენია ისეთი ადამიანი, რომელსთაც ერთი სურვილი ამოძრავებთ - როგორმე ტკივილი მოგაყენონ...."
1978 წელი
* * *
"შვილო, მე ვიცი შენი ავადმყოფობა - შენი სახელი ანდრეი ლეონოვი კი არა, "ლეონოვის შვილი". მაგრამ პრობლემა, რომელიც შენ გაწუხებს, არ არსებობს. ამასთან დაკავშირებით ერთხელ გონჩაროვმა თქვა:
"როლის მიღება "ჩაწყობით" შეიძლება, მაგრამ მისი კარგად თამაში "ჩაწყობით" შეუძლებელიაო".
ჯარიდან რომ დაბრუნდები, შეიძლება ერთად ვითამაშოთ ფილმში, ან ეგებ ბედმა ერთმანეთს სცენაზე შეგვახვედროს და მაშინ მე შენს ზურგსუკან, მოხატული ფონის კი არა, ცოცხალი ტყესავით დავდგები, ბებერი მუხასავით გადაგიშლი ხელებს, არწივივით შეგაშველებ ფრთებს... ნურაფრის შეგეშინდება, შვილო!"
1981 წელი
* * *
"ყოველთვის მეგონა, რომ შეურაცხყოფათა მთელი სერიალი მდევდა ცხოვრებაში. თითქოს საგანგებო არაფერი ხდებოდა - მაწყენინებდა ვინმე და ჩავყლაპავდი, ცუდს მეტყოდნენ და გავყუჩდებოდი, ამიტომაც ვარჩევდი ყოველთვის მარტო ყოფნას, რადგან ჩემი არასოდეს არავის ესმოდა...
მახსოვს, დედაშენი ზღვაზე ისვენებდა, შენ ბებიასთან იყავი დავიდკოვოში, მე კი გასტროლებზე ვმუშაობდი გორკიში. მერე ლენინგრადში დამიბარეს გადაღებებზე და უკან გზაზე, თვითმფრინავსა და მატარებელს შორის დამრჩა დრო და შერემეტიევოდან შენთან წამოსვლა გადავწყვიტე. გიყიდე რაღაც სათამაშოები, ჩავჯექი ტაქსში, შემოვვარდი შენთან ოთახში და ვხედავ - ჩემი პატარა ბიჭი იატაკზე ზის და მანქანას დაატარებს. "შვილო!" - დაგიძახე, შენ კი ცალყბად შემომხედე და თამაში განაგრძე. მე კი არ მეწყინა ის, რომ ზურგი მაქციე, რომ ვერ მიცანი... არა, მე მომეჩვენა, რომ რაღაც მარტოობა შენც გაწუხებდა. თხუთმეტ წუთს გავჩერდი, გაკოცეთ შენ და ბებიაშენს და გზაზე გავვარდი. მანქანა ვერ გავაჩერე, ვიფიქრე - სპექტაკლი ჩავაგდე-მეთქი" არა, ასეთი რამ არასოდეს მომსვლია! ფილტვების ანთებაც მქონია, ორმოცი გრადუსი სიცხითაც გავსულვარ სცენაზე, დავვარდნილვარ კიდეც და ნემსებით მოვუბრუნებივარ, მაგრამ სპექტაკლი არ ჩამიგდია! როგორც იქნა გავაჩერე მანქანა, ჩავჯექი მატარებელში და მთელი ღამე ფანჯარასთან გავატარე ფიქრით, თვალწინ კი შენი პატარა სხეული მედგა.
ერთი სიტყვით, ჩემო ბიჭო, თუ შენ მაშინ მარტოობა გტანჯავდა, მე შენი ცოდვები ერთიანად გადავიბრალე".
1987 წელი
* * *
"მსახიობი საინტერესოა იმდენად, თუ რამდენად შეუძლია სხვა კაცის აღელვება. კინოსა და ტელევიზიის გამოჩენით თეატრს სიკვდილს უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ ის წარმატებით უწევს კონკურენციას ხელოვნების სხვა დარგებს, რადგან არაფერს შეუძლია შეცვალოს ცოცხალი ადამიანური ურთიერთობა, ემოციური ზემოქმედება, ხასიათის აფეთქება... "ყოველ საღამოს მე სცენაზე გამოვდივარ. ეს არც ოლიმპია და არც გოლგოთა... მე უბრალოდ ხალხის წინ ვდგავარ და მათთვის ვთამაშობ. თეატრი არც კინოა, არც ესტრადა და არც ტელევიზია. თეატრი მოთხრობა კი არ არის სიყვარულზე, არამედ თავად სიყვარულია. მე მაოცებს ახალგაზრდების სურვილი, რომ ჩქარა მიაღწიონ ყველაფერს, რომ ადვილად მოიხიბლონ მიღწეული წარმატებით. წარმატება საჭიროა, ის ახალ სუნთქვას გვმატებს, მორიდებულ მსახიობს გამბედაობას სძენს, თამამ იდეებს ბადებს, რის გარეშეც შემოქმედება არ არსებობს, მაგრამ წარმატება შეცდომათა ინდულგენცია სულაც არ არის. დაფნის გვირგვინით შემკობილი კაცი, ყველგან ვერ შეძლებს მის ტარებას, მით უმეტეს, რომ დაფნის ფოთლები ბულიონის მოსახარშადღა გამოდგება".
1988 წელი
კოლეგების მოგონებები
ანდრეი გონჩაროვი
"1943 წელს მე მოსკოვის თეატრალურ სტუდიაში პედაგოგობა დამავალეს. მახსოვს, რეპეტიციაზე ვისხედით, უცებ კარი გაიღო და შემოვიდა ერთ ყმაწვილი... ჩაპუტკუნებული, მომღიმარი, გადავარცხნილი ქერა თმით. მე შევხედე მას და მაშინვე მივხვდი, რომ "მახეში გავები". ეს ის შემთხვევა იყო, როცა ადამიანს პირველად ნახავ და გამოუცნობი ბედნიერება გეუფლება, რადგან ასეთ ადამიანს რაღაც გამოსხივება ახლავს თან. ჟენია ყველასაგან განსხვავებული იყო. რეპეტიციაზე, სადაც მას უნდა შევხვედროდი, ისე მივიჩქაროდი, როგორც შეყვარებული - პაემანზე. სტუდიის გამოსაშვებ სპექტაკლში (ფონვიზინის "უმწიფარა") ლეონოვი ისე ზუსტად, ისე სასაცილოდ თამაშობდა მიტროფანუშკას, რომ ვერასოდეს დავივიწყებ..."
ბორის ლვოვ-ანოხინი
"მას ხელოვნებაში შეეძლო ისე ეცხოვრა, რომ ზედმეტად არ დახარჯულიყო, რადგან ისედაც ახარებდა ხალხს და მათი მადლიერების სხივებით თბებოდა, მაგრამ რუსული კომიზმის პატრიარქალური ტრადიცია მის არსებაში თანამედროვე მსახიობის დაუღალავ შრომას ერწყმოდა. მიუხედავად იმ ფაქტურისა, რაც მის შესახებ ზარმაცის წარმოდგენას ქმნიდა, ლეონოვი არანაკლებ იხარჯებოდა, ვიდრე გამხდარი დალი, მირონოვი ან ვისოცკი. ჟენიამ მათზე მეტხანს იცოცხლა, მაგრამ მისი სიკვდილიც ნაადრევია. ზოგჯერ მას ვთხოვდი, რომ დამშვიდებულიყო, რომ სისხლი ასე არ აეჩქეფებინა სხეულში, მაგრამ ტემპერამენტის გამოვლინება მას პროფესიის აუცილებელ მოთხოვნად მიაჩნდა. ანტიგონესთან გამართულ მრისხანე სცენაში, ლეონოვი სახეზე ისე წითლდებოდა, რომ მე ვერ ვუძლებდი და დარბაზიდან გავდიოდი... სასწრაფო დახმარება მისთვის პირველად სწორედ "ანტიგონეს" ერთ-ერთი სპექტაკლის დამთავრების შემდეგ გამოვიძახეთ.....
ნიკოლაი კარაჩენცევი
"იგი სულაც არ იყო ისეთი, როგორ როლებსაც თამაშობდა. მოსკოველი ლოთების ნახევარი, მასთან შეხვედრისას, ისე იღიმებოდნენ, კოლეგას რომ უღიმიან ხოლმე. სინამდვილეში კი არცერთ ჩვენგანს არ შეეძლო გადაღების შემდეგ მისთვის მხარზე დაეკრა ხელი და ეთქვა - "ჟენია, წამოდი დავლიოთ!..." არა, ეს არ იყო დისტანცია. ეს ღირსების, სიმშვიდის, სიდარბაისლის შეგრძნება გახლდათ".
ალექსანდრე აბდულოვი
"ყოველთვის მემახსოვრება მისი მზერა, რომელიც ოპერაციის შემდეგ აბსოლუტურად გამოიცვალა. ის ჩუმად გვიყურებდა და ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ გვეუბნებოდა: "...რა გჭირთ, ხალხო?! ასე რამ გადაგრიათ ამ ამაო ცხოვრებაში?!"
ტატიანა პელტცერი
"მერძევე ტევიეს თამაში მას ჯერ კიდევ 70-იან წლებში უნდოდა, მაგრამ ეს სურვილი მხოლოდ 90-იანებში აისრულა. ერთი რიგითი სპექტაკლის მიმდინარეობისას, იგი მუხლებზე დაეცა და ლოცვა დაიწყო, ეს არ იყო მიზანსცენაში გათვალისწინებული და ამას ასეთი შედეგი მოჰყვა: ერთი მაყურებელი ქალი წამოხტა და აღშფოთებულმა მთელი დარბაზის გასაგონად დაიძახა - "ჩვენ, ებრაელები, მუხლს არასოდეს ვიდრეკთ!". სპექტალის ბოლოს მე დიდხანს ვუხსნიდი მაყურებელს, რომ ეს ჩვენ, მართლმადიდებელი რუსი მსახიობები ვიდრეკთ მუხლს და ყველა ჩვენთაგანის გადასარჩენად ვლოცულობთ, მაგრამ ორთოდოქსებს ამის გააზრება არ სურდათ. ჟენიამ კი მხოლოდ ეს თქვა:
" - ალბათ, ცუდად ვთამაშობო!"
...პირიქით, იგი ისე კარგად თამაშობდა, რომ ნამდვილსა და შეთხზულს შორის ზღვარი იშლებოდა და მაყურებელი ყველაფერს რეალობად აღიქვამდა...
გრიგორი გორინი
"საყვარელი ადამიანის სიკვდილი ყოველთვის მოულოდნელია. ყველასათვის საყვარელი კაცის გარდაცვალება კი ბევრად უფრო მოულოდნელი. თითქოს ვიცოდით, რომ ლეონოვი ავადაა, რომ საიქიოს ესტუმრა, მაგრამ მაინც არ გვჯეროდა.... მერე რა?! - ესტუმრა და დაბრუნდა! და საერთოდ - თუ ისმის მისი ხმა, თუ კვირა ისე არ გავა, ტელევიზიით მისი სახე რომ არ ნახო, თუ წიგნის ყდებზე მისი ფოტოები მოჩანს, როგორ შეიძლება სიკვდილზე ლაპარაკი? ყველაზე უკეთ სიკვდილის აბსურდულობა ჩვენი ეზოს ერთმა ბიჭუნამ ახსნა; როცა მას უთხრეს - "ვინი ჰუჰი მოკვდა" - მან მშვიდად უპასუხა - "მატყუებთ, ვინი-პუჰი არ მომკვდარა, ის დღეს სტუმრად მიდის".
...და მართლაც ასე იყო: პირველი არხის პროგრამაში საღამოს 6 საათის გაწვრივ ეწერა - "ვინი-პუჰი სტუმრად მიდის..."
არაშემოქმედებითი ეპიზოდები ევგენი ლეონოვის ცხოვრებიდან
ვეფხვი და ლეონოვი
ფილმ "ზოლიანი რეისის" გადაღებებს ბევრი კურიოზი და სასაცილო ამბავი სდევდა თან. გადამღები ჯგუფი ვეფხვებთან და მათს მომთვინიერებელთან ერთად ხომალდ "მატროს ჟელეზნიკის" გემბანზე მუშაობდნენ. ვეფხვებს ყოველდღე მცირე ხნით გარეთ უშვებდნენ, რათა გარემოს შეგუებოდნენ. მაგრამ, ყველაფრის მიუხედავად, ვეფხვები მაინც ვეფხვები არიან და მათთან ერთად კადრში მოხვედრა ლეონოვს შეეძლო მხოლოდ ტყვიაგაუმტარი მინის ამოფარებით. სწორედ ამგვარი მინა დაამონტაჟეს აბაზანის წინ, სადაც ლეონოვი უნდა ჩაწოლილიყო. ჩაწოლის წინ კი თავად მსახიობმა შეამოწმა ამ მინის საიმედოობა. მაგრამ როცა ობიექტს გასანათებელი ხელსაწყოები მიუშვირეს, გაირკვა, რომ მინა სინათლეს აირეკლავდა და მაყურებელი ყველაფერს მიხვდებოდა. ამიტომაც რეჟისორმა გადაწყვიტა კამერის ამუშავებამდე, მინა მოეშორებინა, თუმცა ლეონოვს ამის შესახებ არავინ არაფერი უთხრა.... ლეონოვმა როგორც კი გაიხადა სამოსი და აბაზანაში ჩაწვა (აბაზანის ქვეშ მომთვინიერებელი იმალებოდა), მინა ჩუმად მოხსნეს და პავილიონში შეუშვეს ვეფხვი, რომელიც მაშინვე აბაზანაში მწოლი მსახიობისკენ გაემართა და ყნოსვა დაუწყო მას. ლეონოვმა თვალი გაახილა და... დანარჩენი მაყურებელმა თავად ნახა - გასაპნულმა ევგენი პავლოვიჩმა ამოიკვნესა, წამოხტა და სპრინტერული სისწრაფით გაშორდა იქაურობას. ოპერატორმა კი ყველაფრის გადაღება მოასწრო!
შემდეგ ევგენი ლეონოვი ხშირად იგონებდა: "მე ვარ პირველი საბჭოელი მსახიობი, ვისი შიშველი უკანალიც საბჭოთა მაყურებელმა ნახაო".
ლენინი და ლეონოვი
ზემოთხსენებულ ფაქტს გარკვეული "პოლიტიკური გაგრძელებაც" მოჰყვა:
1970 წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, როცა ლენინის 100 წლის იუბილე უნდა აღენიშნათ, ბუნებრივია, პროლეტარიატის ბელადის შესახებ მხატვრული ფილმებიც უნდა გადაეღოთ. ასე რომ, დაიწყეს მსახიობების შერჩევა იუბილარის როლისათვის და მათ შორის აღმოჩნდა ევგენი ლეონოვიც, რომელიც შესაბამისი გრიმის წყალობით ძალზედ დაემსგავსა საბჭოელ ბელადს, მაგრამ... როცა სავარაუდო მსახიობების სია მთავარ საბჭოთა იდეოლოგს, მიხაილ სუსლოვს, წარუდგინეს, მან მრისხანედ დაიყვირა თურმე:
" - როგორ?! ბელადის როლი უნდა ითამაშოს მან, ვინც შიშველი უკანალით დარბისო ეკრანზე?!"
აი, ასე დასრულდა "ლენინიანა" ევგენი ლეონოვის ცხოვრებაში.
ხრუშჩოვი და ლეონოვი
"ლენინიანა" კი დასრულდა, თუმცა მანამდე არსებობდა კიდევ ერთი, ძალზედ ხანმოკლე "საბელადო" ხანა ლეონოვის ცხოვრებაში. 1962-63 წლებში კინოს სამყაროს მავანი "ნათელი გონებანი" სერიოზულად ფიქრობდნენ, შეექმნათ კინოეპოპეა ნიკიტა ხრუშჩოვის ცხოვრებისა და "მოღვაწეობის" შესახებ და მთავარ როლზე უყოყმანოდ ევგენი ლეონოვი ჰყავდათ მოზომილი (ნიკიტასთან მიმართებაში შიშველი უკანალი განმსაზღვრელი ფაქტორი არ გახლდათ), მაგრამ სანამ ეს კინომოღვაწენი, რომ იტყვიან, მიდგნენ და მოდგნენ, "სიმინდის ბელადი" ისტორიის სანაგვეში მიაბრძანეს...
"მადლობა ღმერთსო! - უთქვამს ამასთან დაკავშირებით ლეონოვს - თორემ პარტიის ბრძანებით მე აუცილებლად ვითამაშებდი ხრუშჩოვის როლს...
ნაპოლეონი და ლეონოვი
ფილმი ტილ ულენშპიგელის შესახებ მოსკოვის სიახლოვეს მდებარე ერთ პანსიონატში გადაიღეს. ლეონოვმა ამ ფილმში ლამე ჰუძაკის როლი განასახიერა.
მსახიობები გადაღებიდან დაღლილნი ბრუნდებოდნენ და პანსიონატის მომსახურე პერსონალი ყველანაირად ცდილობდა რამე ეამებინათ მათთვის. და ერთ დღეს, ლეონოვს დიდი ტორტი დაახვედრს, რომელზედაც მზარეულს კრემის ფიგურა დაესკუპებინა. მისი (მზარეულის) მტკიცებით ეს ფიგურა ევგენი ლეონოვის ასლი იყო. ლეონოვმა სიამოვნებით მიიღო ძღვენი და პირველად სწორედ კრემით გამოძერწილი ფიგურა გადასანსლა...
- ვერ შენიშნეთ, ვის ჰგავდა ის (ფიგურა)? - ჰკითხა ლეონოვს გაბადრულმა მზარეულმა.
- ნაპოლეონს ჰგავდა, ნაპოლეონს - უპასუხა მსახიობმა და ტორტის ჭამა განაგრძო.
გენერალი და ლეონოვი
1965 წელს გია დანელიამ გადაიღო ფილმი "ოცდაცამეტი", მაგრამ ცენზურამ ამ ფილმში იდეოლოგიური საფრთხე დაინახა და ის "თაროზე შემოდეს" და მხოლოდ 1988 წელს შეძლო მაყურებელმა, ენახა ეს ფილმი.
ერთხელ ლეონოვი მატარებლის კუპეში შეხვდა კაცს, რომელიც მას გამოემცნაურა და უთხრა, რომ "ოცდაცამეტის" ყურებისას ბევრი იცინა. საუბრისას ისიც გაირკვა, რომ ეს კაცი 1964 წელს ჯარში მსახურობდა, იყო გენერალი და, როგორც საზოგადოების წამომადგენელი, "ოცდაცამეტის" განხილვაზე მიიწვიეს... 1988-ში კი ეს კაცი კულტურის მინისტრის (?!) თანაშემწედ მუშაობდა...
- თუ მოგეწონათ, რატომ აკრძალეთ ფილმი?! - გაოცება ვერ დაუმალავს ლეონოვს.
- ეჰ, ჩემო ძმაო, სულ სხვაა, როცა ფილმს უყურებ "უძრაობის ხანის" გენერლის თვალით და სულ სხვა - როცა "გარდაქმნის ეპოქის" კულტურის მოღვაწე ხარ!
სტუდენტები და ლეონოვი
ლეონიდ გაიდაიმ თავისი მორიგი ფილმის გადაღება ფინელი მწერლის რომანის მიხედვით ფინეთში გადაწყვიტა. ჩავიდა გადამღები ჯგუფი ჰელსინკში და მუშაობის დაწყებამდე მსახიობებს სთხოვეს, კულტურული გაცვლის წესის თანახმად, ჰელსინკის უნივერსიტეტის სტუდენტებს და პედაგოგებს შეხვედროდნენ. ლეონოვმა სიამოვნებით მიიღო ეს წინადადება, მით უმეტეს, რომ წინასწარ აცნობეს - ძალიან უყვარხარო ფინელ მაყურებელს. მაგრამ უნივერსიტეტში მას უცნაური სიურპრიზი დახვდა - სცენაზე ასულიც კი არ იყო, რომ პუბლიკამ გამაყრუებელი სტვენა მოუწყო. ლეონოვი შეცბა და კულისებში დამალვა გადაწყვიტა, მაგრამ მას აუხსნეს, რომ რაც უფრო ხმამაღლა უსტვენენ ადამიანს, მით უფრო მეტ სიყვარულს გამოხატავენ ამით ფინეთში... ასეთიაო ფინელების წესი. ლეონოვი დამშვიდდა, გავიდა სცენაზე, ჩაიდო პირში ორი თითი და სტუდენტებზე უკეთ დაუსტვინა და ასე სტვენა-სტვენით წარიმართა მთელი შეხვედრა.
უკანასკნელი ინტერვიუდან
* * *
`....ახლა ვუყურებ რუსეთს და ვხედავ, რომ ყველა ეკლესიისაკენ გარბის. თუ ეს ნამდვილად ღვთის სიყვარულით მოსდით, კარგია, თუ არა და... რა ვიცი?!~
* * *
`...მერძევე ტევიეს როლში, ლოცვისას, მე ასეთი სიტყვებს ვამბობ: `ღმერთო, შეგვეწიე ჩვენ ყველას!~ - და შემდეგ ვამატებ - "ამასწინათ მე თვითონ ვიყავი შენთან და შენ ისევ ხალხთან დამაბრუნე" - ეს სიტყვები დრამტურგს არ უწერია ტექსტში, მე თვითონ მოვიგონე და ჩავრთე..."
* * *
- რა გაკლიათ იმისათვის, რომ სრული ბედნიერება შეიგრძნოთ?
- ახლა უკვე სიცოცხლე მაკლია...
1994 წელი

Комментариев нет:
Отправить комментарий